კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ასობით ათასი კვმ მიწის ნაკვეთი და შენობა – ნაგებობები საპატრიარქოს 1 ლარად

28 იანვარი, 2013

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებების საფუძველზე, 2008-2012 წლებში, საქართველოს საპარტიარქოს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ასობით ათასი კვადრატული მეტრი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები და სხვა ქონება გადაეცა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, ამ პერიოდში, საპატრიარქოს და ეკონომიკის სამინისტროს შორის ერთ ლარად სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის გზით მიღების თაობაზე 14  ხელშეკრულება გაფორმდა.

სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისების შესახებ პრეზიდენტის განკარგულებებიდან არ ჩანს, თუ რატომ გადაეცა საპატრიარქოს ქონება 1 ლარად.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ოქტომბრის, 12 ოქტომბრის და 22 ოქტომბრის განკარგულებებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სულ 8.725 კვ. მეტრი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ონში, აღმაშენებლის მოედანზე N8-ში; ბაღდათში, რუსთაველის ქუჩის N24-ში და თბილისში, უზნაძის N68-ში.

ასევე, 2012 წლის 18 სექტემბრის განკარგულებით, საპატრიარქოს პირდაპირი მიყიდვის წესით, ერთ ლარად გადაეცა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაგვისპირში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2.300 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2008-2011 წლებში ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის დადებული ხელშეკრულებებით, საპატრიარქოს გადაეცა: 2008 წლის 13 ივნისს - თბილისში, ნუცუბიძის ქუჩის და ინტენსიფიკაციის გზას შორის მდებარე N1 და N2 შენობა-ნაგებობებზე და მათზე დამაგრებული 3 000 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ არშაში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 993.45 კვ. მეტრი და მასზე დამაგრებული 8 748 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

თბილისში, სიონის ქუჩაზე მდებარე  4 971.44 კვ. მეტრი ფართის შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 2 272 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე, დაბა ხულოში, 486.1 კვ. მეტრი ფართის მქონე კინოთეატრ „ხულოს“ შენობა და მასზე დამაგრებული 462კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2008 წლის 7 ოქტომბერს, თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 727.39 კვ.მეტრი ფართის შენობა და მასზე დამაგრებული 1 107 კვ.მეტრი ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2010 წლის 6 ოქტომბერს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, დაბა შორაპანში მდებარე 80კვ. მეტრი ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე ავტომობილი „ნივა“.

2010 წლის 16 სექტემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 227 კვ.მეტრი ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 425.1 კვ.მეტრი ფართის შენობა-ნაგებობა. ასევე, 603 კვ.მეტრი ფართის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 133კვ. მეტრი ფართის შენობა.

თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა N69-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 24.55 კვ.მეტრი ფართი და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი.

იმავე წელს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბურში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1206.5 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 122 კვ.მეტრი ფართობის შენობა.

ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაკიძეებში, „ხიჭაურში“ მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 61 776კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 19 შენობა, საერთო ფართით 17055.86კვ. მეტრი; თბილისში, წინანდლის ქუჩაზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 830 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 3 შენობა; ლენტეხის მუნიციპალიტეტში, დაბა ლენტეხში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული  18 986კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 5 672 კვ. მეტრი. სენაკში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1 864კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა განაშენიანების ფართობით 119.54 კვ. მეტრი. ასევე, სენაკში, სოფელ გეჯეთში მდებარე 913.7 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და შენობა, განაშენიანების ფართობით 147.8კვ. მეტრი.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 137კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა, საერთო ფართით 402.17კვ.მეტრი. ქარელის რაიონის სოფელ ელბაქიაანთკარში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1 235კვ. მეტრი ფართის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 108.92 კვ.მეტრი ფართის შენობა.

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 7 შენობა-ნაგებობა და მათზე დამაგრებული 5 945 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

თბილისში, დიდგორის ქუჩაზე მდებარე N64-ში მდებარე შენობა 1-ში სხვადასხვა სართულებზე არსებული 1 230.61კვ. მეტრი ფართი და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი.

2010 წლის 25 ნოემბერს, საპატრიარქოს გადაეცა დაბა ასპინძაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა განაშენიანების ფართით 373კვ. მეტრი და მასზე დამაგრებული 2 175კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2012 წლის 14 მარტიდან 2 სექტემბრამდე, ეკონომიკის სამინისტროს და საპატრიარქოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით, საპატრიარქოს ერთ ლარად გადაეცა: ფოთში, გურიის ქუჩაზე, 320 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ფოთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამონასტრო კომპლექსში, 2 502 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, 125 145 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრემში, 8 311 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 235.28 კვ.მეტრი ფართის შენობა-ნაგებობები.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის ლევან ავალიშვილის განცხადებით, საპატრიარქოსთვის სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემა მიზანშეწონილი არ არის.

„სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისება კანონდარღვევა არ არის, რადგან კანონმდებლობით უფლება აქვთ, რომ განსაკუთრებულ შემთხვევებში 1 ლარად გაასხვისონ ქონება. მაგალითად, თუ სანაცვლოდ კარგი საინვესტიციო პირობა იქნება ჩადებული. საპატრიარქოს შემთხვევაში გაურკვეველია, რატომ გადაეცემა ქონება ერთ ლარად, რადგან ის სანაცვლოდ ვერანაირ საინვესტიცო პირობას ვერ ჩადებს, ეს არის ნაჩუქარი ქონება“, - განუცხადა ლევან ავალიშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები