კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩოჩელი 200 ათასი ლარის გირაოთი გათავისუფლდა

28 იანვარი, 2013

სივილ ჯორჯია

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ცეზარ ჩოჩელი, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით 24 იანვარს დააკავეს, აღმკვეთის ღონისძიების სახით 200 ათასი ლარის გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პროკურატურა ცეზარ ჩოჩელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ჩოჩელის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 მარტს იგეგმება.

გათავისუფლების შემდეგ, ჩოჩელმა ჟურანლისტებს განუცხადა რომ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს არ აღიარებს.

ჩოჩელი, რომელიც  2008 წლის დასაწყისიდან 2012 წლის ნოემბრამდე მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორი იყო, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა და მას ბრალი გუბერნატორად მუშაობის პერიოდში სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში წაუყენა.

საგამოძიებო სამსახურის 26 ინვარის განაცხადების მიხედვით,  მიუხედავად იმისა, რომ ჩოჩელს, როგორც საჯარო მოხელეს აკრძალული ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობა, ის ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა შპს „ნიუ ენერჯის“

„ჩოჩელი მფარველობას უწევდა და ხელს უწყობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტრაქტების გაფორმებაში. რის სანაცვლოდაც,  ღებულობდა  დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს და ფულის გათეთრების გზით აძლევდა  მას კანონიერ სახეს”. - აღნიშნულია საგამოძიებო ორგანოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, ცეზარ ჩოჩელის მიერ უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა  5 421 845 ლარი შეადგინა, რაც მას არ აუსახავს  საჯარო მოხელის ყოველწლიურ ქონებრივ დეკლარაციაში.

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა 25 იანვარს განაცხადა, რომ ცეზარ ჩოჩელი „სრულიად სასაცილო და თითიდან გამოწოვილი“ ბრალდებებით დააკავეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა: „ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს  საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელსაც ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი [უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე] ბატონი კოტე კუბლაშვილი“.

წულუკიანმა ჩოჩელის მიმართ აღძრულ საქმეში პოლიტიკური მოტივაცია გამორიცხა.

ახალი ამბები