კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდაპარტიული დაპირისპირების გამო წყალტუბოში ყრილობა ჩაიშალა

28 იანვარი, 2013

25 იანვარს წყალტუბოში „ქართული ოცნების“ ყრილობაზე კოალიციის რაიონული ორგანიზაციის დაფუძნება და თავმჯდომარის  არჩევა იგეგმებოდა. თუმცა, პარტიის რაიონული ყრილობა არ შედგა, რადგან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავჯდომარის პოსტზე საერთო კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ. შიდა პარტიული  დაპირისპირება საბოლოოდ განხეთქილების მიზეზი გახდა, რის გამოც ყრილობა ჩაიშალა.

„ქართული ოცნების“ წყალტუბოს ორგანიზაციის წევრთა ნაწილი  წყალტუბოს ოფისის თავმჯდომარის პოსტზე  ჯეირან ლიპარტელიანის კანდიდატურას უჭერდა მხარს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში კოალიციის შტაბს ხელმძღვანელობდა. ხოლო მეორე ნაწილი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის ძმას, ლაშა ნარჩემაშვილის კანდიდატურას ემხრობოდა.

ყრილობის ჩაშლის შემდეგ ჯეირან ლიპარტელიანის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

„ნარჩემაშვილი 4 წელი ჩვენი მაჟორიტარი იყო და არაფერი გაუკეთებია. წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ რომ გვცემდნენ, ეგ თბილად იყო მოკალათებული. დავით საგანელიძე ლობირებს ნარჩემაშვილს. ჩვენ ვაპროტესტებთ მის დანიშვნას. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ „ნაციონალებმა“ „ოცნების“ შტაბში წინასაარჩევნოდ თავიანთი კადრები შემოგზავნეს.  სწორედ ამის  გამო წავაგეთ არჩევნები.“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

წყალტუბოს „ ქართულ ოცნების“ რაიონული ყრილობის ჩატარების თარიღი კი, არსებული შიდაპარტიული გარჩევებისა და დაპირისპირების ფონზე, ამ დროისათვის უცნობია.

მარი ტაბიძე, წყალტუბო

ახალი ამბები