კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნიკა ლომინაძის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა გია გვიჩიანის დაკვეთით მოხდა

29 იანვარი, 2013

2002 წელს მოკლული „თელასის“ ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა გია გვიჩიანის დაკვეთით მოხდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნიკა ლომინაძის მამამ, ნოდარ ლომინაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ნიკა ლომინაძის მიმართ ინტერესი გვიჩიანს და კიდევ 2 პირს, გვარად ცხვარაძესა და დოლიძეს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ნიკა ფინანსურ დირექტორად დაინიშნა და ფინანსური მაქინაციები გამოავლინა.

„ფინანსურ დირექტორად დანიშვნის შემდეგ ნიკამ გამოავლინა გაურკვეველი გადარიცხვები. ამის შემდეგ მასზე შეტევა დაიწყო ცხვარაძის, დოლიძისა და გვიჩიანის მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ნიკას მკვლელობა შეუკვეთა გვიჩიანმა, ხოლო შემსრულებლები ჩემია და ხერკელაძე იყვნენ“, - განაცხადა ნოდარ ლომინაძემ.

ამასთან, გია გვიჩიანის საქმის ხელახალ წამოწევას ნოდარ ლომინაძე მის ადვოკატებს უკავშირებს. „გვიჩიანს ჰყავდა უამრავი ადვოკატი, რომლებსაც ამ დრომდე უხდის. ისინი ყოველთვის იტყვიან, რომ მტკიცებულებები არ არსებობს. ამაში გასაკვირი არაფერია“, - აღნიშნა ნოდარ ლომინაძემ.

2002 წელს „თელასის“ მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში გამოკვეთილი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე საქმის გადასინჯვა იწყება. როგორც პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი პროკურატურის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ნიკოლაშვილმა განაცხადა, საქმეში არ არის ჩადებული ამერიკაში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები, რაც მკვლელობაში მსჯავრდებულების დანაშაულს ეჭვქვეშ აყენებს. არსებული მტკიცებულებების ჭეშმარიტების დასადგენად პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიებას იწყებს.

ნიკა ლომინაძის მკვლელობის ბრალდებით გასამართლდნენ გია გვიჩიანი, ნოდარ გვიჩიანი, ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი. გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას გარდა დანარჩენ პირებზე საპროცესო გარიგება გაფორმდა. გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას კი ლომინაძის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები