კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართულ ოცნებას“ წყალტუბოში ლაშა ნარჩემაშვილი უხელმძღვანელებს

29 იანვარი, 2013

რამდენიმე დღიანი დაპირისპირების შემდეგ, 28 იანვარს, წყალტუბოში პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სადამფუძნებლო კონფერენციაზე  ორგანიზაციის თავმჯდომარედ, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის ძმა,  ლაშა ნარჩემაშვილი აირჩიეს.

კომფერენცია, რომელსაც 150 დელეგატი ესწრებოდა, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კონფერენცია არაკანონიერია, რადგან „ქართული ოცნების“ წევრების ნაწილს მანდატები არ მისცეს.

 პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის პოსტზე სამი კანდიდატი იყო გამოკვეთილი.  ორმა მათგანმა, ჯეირან ლიპარტელიანმა და რომეო ნიჟარაძემ კანდიდატურა კონფერენციაზევე  მოხსნა. საბოლოოდ, დელეგატებმა თავმჯდომარედ ნარჩემაშვილი აირჩიეს.

თავად ლაშა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ კონფერენცია ყველა კანონის დაცვით ჩატარადა, ხოლო აქციის მონაწილეთა საპტორესო გამოსვლას, უბრალოდ პარტიულ უდისციპლინობა უწოდა. მისივე თქმით, ის აქციის მონაწილეებთან შეხვედრას და მათთან თანამშრომლობის რეჟიმში საქმიანობას გეგმავს.

მარი ტაბიძე, წყალტუბო

ახალი ამბები