კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი სიბაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს

30 იანვარი, 2013

კახეთის ყოფილი გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გიორგი სიბაშვილმა განაცხადა, თავს დამნაშავედ არ ცნობს და უდანაშაულობის დასამტკიცებლად გამოძიებას მიაწვდის იმ დოკუმენტაციას, რომლის საშუალებითაც ნათელი მოეფინება იმ საკითხებს, რაშიც ბრალი ედება.

„ბრალს არ ვცნობ. გამოძიებას მივაწვდი ყველა დოკუმენტაციას, რითაც ნათელი მოეფინება ყველაფერს და დამტკიცდება, რომ მე უდანაშაულო ვარ. მე გამოძიებასთან ვთანამშრომლობდი და ვითანამშრომლებ“,-განაცხადა გიორგი სიბაშვილმა.

კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სიბაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებაში, ასევე სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და გაფლანგვაში ედავება. სიბაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332- და 333-ე მუხლების პირველი ნაწლით და 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 11 წლით აღკვეთას ითვალისწინებს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები