28 იანვარს, ხარაგაულში, „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ სადამფუძნებლო კონფერენციაზე დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ მანანა ბარბაქაძე აირჩიეს.
სადამფუძნებლო კონფერენციას, დელეგატების გარდა, მარგვეთის ეპარქიის წარმომადგენელი სასულეირო პირებიც ესწრებოდნენ. თუმცა მათ პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარის არჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ.
„ქართული ოცნების“ ხარაგაულის ორგანიზაციის ახლადარჩეული თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე მუნიციპალიტეტში გუნდურ მუშაობას გეგმავს და აცხადებს, რომ ყველა გადაწყვეტილების მიღებაში თანაგუნდელების აზრს გაითვალისწინებს.
მარი ტაბიძე, ხარაგაული