პროკურატურა გიორგი სიბაშვილისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს 50 ათასი ლარის ოდენობით
31.01.2013
კახეთის საოლქო პროკურატურა გიორგი სიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვს 50 ათასი ლარის ოდენობით. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს საოლქო პროკურატურის პროკურორმა ხვიჩა ბეგიაშვილმა განუცხადა.
გუბერნატორის ყოფილი მოადგილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობის განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიორგი სიბაშვილს ბრალი გუშინ წაუყენა. საგამოძიებო სამსახური მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და გაფლანგვაში ადანაშაულებს. სიბაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას