კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბუნიკაურში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

31 იანვარი, 2013

30 იანვარს ჭიათურის რაიონის სოფელ ბუნიკაურში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი გზის შეკეთებას და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ.

მოსახლეობის თქმით, ამ სოფლის ტერიტორიაზე წლებია ,,ჯორჯიან მანგანეზი“ მანგანუმს ღია კარიერული წესით  მოიპოვებს,  რის გამოც  გზა დაზიანდა და სოფელს არაერთი ეკოლოგიური პრობლემა შეექმნა.

დღის მეორე ნახევრაში კი, პრობლემების მოგვარების მოთხოვნით მოსახლეობამ გზა გადაკეტა. სოფლის მოსახლეობასთან მოგვიანებით „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლები და ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი გამოჩნდნენ.

„ის რაც აქ ხდება ვანდალიზმია და ყველა უნდა ჩავერთოთ ამ პრობლემის დროულად მოგვარებაში.“ - ამბობს წერეთელი

მოსახლეობას „ჯორჯიან მანგანეზის“  წარმომადგენლებიც გაესაუბრნენ და პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ.

მარი ტაბიძე, ჭიათურა

ახალი ამბები