კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის პრობლემების გადაწყვეტაში მოქალაქეები ჩაერთვებიან

1 თებერვალი, 2013
 
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია "განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი" ახალი პროექტის "მოსახლეობის ფორუმი სამოქალაქო ჩართულობისთვის" განხორციელებას იწყებს. პროექტის მიხედვით, ქუთაისში არსებული პრობლემების განხილვასა და საბოლოოდ გადაწყვეტაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოქალაქეებიც მიიღებენ მონაწილეობას.

„ამ პროექტის ფარგლებში რიგითი ქუთაისელები თავად გამოავლენენ და დასვამენ ქალაქში არსებულ პრობლემებს. საბოლოო ჯამში კი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთვებიან კონკრეტული საკითხების მოგვარების პროცესში", - აცხადებს ქუთაისის "განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის" ხელმძღვანელი ლიკა კილაძე. მისი განმარტებით, პროექტის ფარგლებში, ამ პროცესში 100 ადგილობრივი მოქალაქე ჩაერთვება, რომლებიც ქუთაისის თორმეტივე მუნიციპალური ორგანოდან შეირჩევა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც მიესალმებიან: „მსგავსი პროექტები გაააქტიურებს როგორც მოქალაქეებს, ასევე - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს“.  ამბობს, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ მეშველიანი  

ქუთაისის მერიასა და საკრებულოში, არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სრულ მზაობას გამოხატავენ.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

ახალი ამბები