კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიკროავტობუსებზე ყადაღა მოხსნილია, მოძრაობა კი, აღდგენილია

1 თებერვალი, 2013
შვიდდღიანი გაფიცვის შემდეგ, დღეს დილიდან  ყველა სამარშრუტო ხაზზე მუშაობა აღდგა, - ამის შესახენ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის”  ტექნიკურმა დირექტორმა დავით ასანიძემ განუცხადა. 

მისივე ინფორმაციით, დაყადაღებულ მიკროავტობუსებს „თი-ბი-სი" ბანკმა ყადაღა მოუხსნა. ამასთან, ასანიძე განმარტავს, რომ მძღოლებსა და კომპანიას შორის 7-პუნქტიანი შეთანხმება შედგა. 

„ინდმეწარმის გადასახადთან დაკავშირებით მძღოლებს გავნუმარტეთ, რომ ეს ჩვენს კომპეტენციას აღემატება. ამ საკითხის გადაწყვეტაში ჩვენ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ იურისტების დახმარების კუთხით ან რაღაც განცხადების გაკეთებით. მეორე შეთანხმება არის ის, რომ მძღოლები, რომლებმაც წამოიწყეს ეს გაფიცვა, ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას ხაზებზე. მანქანის ტექნიკური შემოწმებისთვის ადგილს ისინი თავისი სურვილისამებრ შეარჩევენ. ჩვენ მძღოლებს 7 დღის განმავლობაში მივეცით საშუალება, რომ არ გადაიხადონ გადასახადი და აღიდგინონ ის დანაკარგი, რაც ამ 7-დღიანი გაფიცვის პერიოდში ჰქონდათ. ამავე საკითხთან დაკავშირებით, მარტის თვემდე ჩატარდება ქრონომეტრაჟი იმ ხაზებზე, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უსამართლო გადასახადის ოდენობა აქვთ დაწესებული. ყველა ხაზი არ ამბობს, რომ დღიური გეგმის ოდენობა, რაც აქვთ დაწესებული, უსამართლოა. ასევე, გადაიხედება მანქანის ცვეთის გადასახადი. ბოლო მუხლი ეხება იმას, რომ საინიციატივო ჯგუფს მივეცით უფლებამოსილება, რომ თვეში ერთხელ შეიკრიბონ ჩვენთან, მათთან ერთად მიმდინარე პრობლემები განვიხილოთ და გადაწყვეტის გზები დავსახოთ, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ წარმოიქმნას", - განაცხადა ასანიძემ. 

შეგახსენებთ, რომ თი-ბი-სი ბანკმა სამარშუტო მიკროავტობუსები 31 იანვარს დააყადაღა. როგორც  აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტეს, სამარშუტო ტაქსები საკრედიტო დავალიანებების გამო დააყადაღეს. თუმცა „თბილისის მიკროავტობუსის”   წარმომადგენლების მიერ გავცრელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ყადაღა უკვე მოხსნილია. 

წყარო: ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები