კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის საკრებულოს „ნაციონალი“ თავმჯდომარე გადაირჩიეს

1 თებერვალი, 2013
 
გუშინ ბათუმის საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ, რესპუბლიკელი ირაკლი ჩავლეიშვილი აირჩიეს.  ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე კი, სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

ბათუმის საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი კირთაძისთვის უფლება-მოსილების შეწყვეტის საკითხი, გუშინ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს. სხდომაზე დამსწრე 15 დეპუტატიდან კირთაძის გადარჩევას მხარი 14-მა დაუჭირა. წინააღმდეგი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, გენადი თებიძე იყო. „მხარი არ დავუჭირე უბრალოდ, როგორც პიროვნების, გიორგი კირთაძის გადაყენებას“, -აღნიშნა მან. 

გუშინვე, საკრებულოს დარბაზში მყოფმა დეპუტატებმა ახალი თავმჯდომარეც აირჩიეს. ირაკლი ჩავლეიშვილს ნდობა სხდომაზე დამსწრე ყველა დეპუტატმა გამოუცხადა. 

„ნურავინ მიიღებს ამას მტკივნეულად. „წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო“, _ ზუსტად ეს არის. ჩვენ უნდა დავამჩნიოთ ჩვენი კვალი ბათუმს, ჩვენი მოღვაწეობით. რაც მთავარია, ჩემი კოლეგები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში განიცდიდნენ წნეხს ზემო ეშელონებიდან, დღეს ამ წნეხისგან თავისუფალნი არიან“. - ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი, ბათუმის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე.

საკრებულოს ამ სხდომას, ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე არ დასწრებია. მედიისათვის მიცემულ კომენტარში ის აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს: „თავმჯდომარის გადარჩევის პროცესს ბევრი პროცედუალური დარღვევა ახლდა თან და ამას ჩვენ სასამართლოში აუცილებლად გავასაჩივრებთ. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, მე ვფიქრობ რომ არ არის ეს კარგი ფაქტი.  2012 წლის 1 ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ ბათუმის საკრებულოში  18 წევრი ჰყავდა და დღეს მათი რაოდენობა 8-მდე შემცირდა. გამოდის, რომ ამ ათი ადამიანის აზრით, ჩვენ ბათუმი კი არ გვიშენებია, არამედ პირიქით, დაგვინგრევია და ეს სირცხვილია“. - ამბობს ყოფილი თავმჯდომარე. 

საკრებულოს 23 დეპუტატიდან რიგგარეშე სხდომას 15 წევრი ესწრებოდა. მათგან „ნაციონალური მოძრაობიდან“ მხოლოდ ერთი დეპუტატი _ ნოდარ დუმბაძე. თუმცა, მან სხდომა კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად დატოვა. დუმბაძის განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატები გადაიბირა: „სხდომაზე საკითხის განხილვა კანონის უხეში დარღვევით მოხდა. ზოგი დააშინეს,  ზოგს კი, ახლობლები მიუგზანეს და ასე გადაიბირეს“.

საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, სავარაუდოდ, ბათუმის მერიც შეიცვლება. მერობის კანდიდატად, ზურაბ პატარაია სახელდება, რომელიც ბათუმში, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის ბიუროს ხელმძღვანელობს. 
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა 

ახალი ამბები