კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხონში „ქართული ოცნების“ რაიონული ყრილობა ჩაიშალა

4 თებერვალი, 2013

მარი ტაბიძე, ხონი

28 იანვარს ხონში „ქართული ოცნების“ რაიონული ყრილობა უნდა ჩატარებულიყო, სადაც პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარის არჩევა იგეგმებოდა. თუმცა ყრილობა ჩაიშალა.

ქართული ოცნების აქტივისტების ნაწილის პროტესტი თავმჯდომარეობის კანდიდატად ოთარ მუშკუდიანის დასახელებამ გამოიწვია. მათ საპროტესტო აქციაც გამართეს. საპროტესტო აქციაზე 150-მდე მხარდამჭერი იყო. მათ გვერდით  „ქართული ოცნების“ ხონის მაჟორიტარი კანდიდატი ნიკა სანოძეც იდგა.

 „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ოთარ მუშკუდიანი მხარდამჭერებთან ერთად გამოჩნდა. მათ გამოჩენას შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

აქციის მონაწილეებმა დელეგატებს შენობაში შესვლისა და სადამფუძნებლო კონფერენციის გამართვის საშუალება არ მისცეს. ისინი ოთარ მუშკუდიანის წინააღმდეგ გამოვიდნენ და მას წინასაარჩევნო პერიოდში პასიურობაში დასდეს ბრალი. მეტიც, აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ოთარ მუშკუდიანის კანდიდატურას დავით საგანელიძე უწევდა ლობირებას.

 „მე პარტიის საინიციატივო ჯგუფმა  წარმადგინა და დავით საგანელიძე, როგორც პარტიის გენერალური მდივანი რა თქმა უნდა საქმის კურსშია. მე ამ პარტიის აქტივისტი ვიყავი წინასაარჩევნოდ და არავის ლობირება არ მჭირდება. მე ჩემი მხარადამჭერები მყავს იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც პარტიამ მანდატები მისცა.“ - ამბობს ოთარ მუშკუდიანი:

„ქართული ოცნების“ აქტივისტები მანდატების არასამართლიან გაცემაზეც საუბრობდნენ. „პარტიის ცენტრალურ ოფისში გადაგზავნილი წევრობის 250 კანდიდატიდან, კონფერენციაზე დასწრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 84 მათგანს მისცეს. ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან ეს 84 ადამიანი ჩვენ მიერ გადაგზავნილ სიაში არ იყო და შესაბამისად, ვერ მოხვდებოდა პარტიის წევრთა ელექტრონულ ბაზაში. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ ჩამოვიდნენ ცენტრალური ოფისიდან და აგვიხსნან რა მოხდა რეალურად.“ _ განაცხადა პარტიის აქტივისტმა ალექსანდრე აკობიძემ.

 აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კონფერენციის ჩატარების უფლებას ასეთ  პირობებში არავის მისცემენ. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ მათთვის სასურველი კანდიდატი  მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ნიკა სანოძეა. თავად ნიკა სანოძე თავჯდომარის პოსტზე თავის თავს ამ ეტაპზე არ მოიაზრებს: „დღეს ჩვენი აქციის  მთავარი მიზანი ის არის, რომ მანდატები იმ ადამიანებმა მიიღონ, ვინც რეალურად პარტიას მხარი დაუჭირა და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანეს. ჯერ მანდატები სამართლიანად უნდა გაიცეს და ყრილობაზე დასახელდება თავჯდომარეობის შესაძლო კანდიდატები.“

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის რაიონული ორგანიზაციის სადამფუძნებლო კონფერენცია ჩაიშალა და სავარაუდო ჩატარების თარიღიც არ დასახელებულა.

ახალი ამბები