კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასჯელაღსრულების სამინისტრომ ამნისტირებულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა

5 თებერვალი, 2013

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ 4 თებერვლის მდგომარეობით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან ამნისტირებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, „ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან 151 ბრალდებული/მსჯავრდებული გათავისუფლდა.

2013 წლის 4 თებერვლის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 5869 ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა, 232-მა მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა (№2 დაწესებულება- 2, №3 დაწესებულება-3, №5 დაწესებულება-227) და 15-მა მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა (№2 დაწესებულება-1, №8 დაწესებულება-1, №11 დაწესებულება- 6, №17 დაწესებულება- 6, №18 დაწესებულება-1ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა.

ამავე დროს, სამინისტროს ინფორმაციით, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, პირობით მსჯავრდებულთა მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე, სასამართლოებიდან გადაწყვეტილებების მიღების პროცესი აქტიურად გრძელდება.

სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, დღეისთვის პრობაციის ბიუროებში მიღებულია 269 სასამართლო განჩინება, რომლის საფუძველზე 83 პირობით მსჯავრდებული გათავისუფლდა პირობითი მსჯავრისგან, ხოლო 186 მსჯავრდებულს შეუმცირდა გამოსაცდელი ვადა.

ამ ეტაპზე ამნისტირებულთა შორის 263 - მამაკაცი, 6 - ქალი და ერთი არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულია.

პრობაციის ბიუროები აქტიურად განაგრძობენ მუშაობას, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად განხორციელდეს ამნისტირებულ პრობაციონერებისათვის სასამართლო გადაწყვეტილებების ჩაბარების პროცესი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები