კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზესტაფონის ბაზრის მოვაჭრეები დახმარებას პრემიერისგან ელიან

7 თებერვალი, 2013

6 თებერვალს ზესტაფონის საკოლმეურნეო ბაზრის მოვაჭრეებმა ქუთაისში პარლამენტის წინ აქცია გამართეს. ისინი ზესტაფონის საკოლმეურნეო ბაზრის ფუნქციონირების შენარჩუნებას ითხოვენ. ზესტაფონელი მოვაჭრეები პრობლემის მოგვარებას უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ. თუმცა ამ ეტაპზე ისინი დახმარებას პრემიერ მინისტრისგან ბიძინა ივანიშვილისგან ითხოვენ.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ პრემიერი ჩვენი პრობლემებით დაინტერესდეს და მის მოგვარებაში დაგვეხმაროს, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძმებ სამადაშვილებთან, ბაზრის მფლობელებთან ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.“ _ აცხადებდნენ   მოვაჭრეები.

აღნიშნული მოთხოვნით მოვაჭრეებმა  800  ხელმოწერაც შეაგროვეს.  ამ ეტაპზე აგრარულ ბაზართან დაკავშირებით  გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა მოვაჭრეების თქმით, იმის იმედი არა აქვთ, რომ გამოძიება სწორად წარიმართება.

მარი ტაბიძე, ზესტაფონი

ახალი ამბები