კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურამ დონაძეს ბრალი ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით წაუყენეს

8 თებერვალი, 2013
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ გურამ დონაძეს ბრალი ოფიციალურად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით წარუდგინეს. ამის შესახებ პროკურატურასთან ჟურნალისტებს დონაძის ადვოკატმა კახა შონიამ განუცხადა. 

აღნიშნული მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. როგორც შონიამ განმარტა, გურამ დონაძისთვის ბრალის წარდგინება ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მოხდა. ადვოკატის ინფორმაციით, საქმის მასალებს ჯერ არ იცნობს მისი მოცულობიდან გამომდინარე. თუმცა შონია აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით დონაძე დადანაშაულებულია ოპერატორისთვის მითითების მიცემაში, რომ მას შემთხვევის ადგილზე ჩადებული იარაღი გადაეღო.

ამასთან, კახა შონიას განცხადებით, გურამ დონაძე არ აპირებს, რომ მართლმსაჯულებას დაემალოს და საქართველოში დაბრუნდება ჩვენების მისაცემად. ადვოკატი არ საუბრობს იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება გურამ დონაძე. ამასთან, როგორც კახა შონიამ განმარტა, ბრალის წარდგინების შემდეგ, სავარაუდოდ, ხვალ გურამ დონაძეს აღკვეთის ღონისძიებას თბილისის საქალაქო სასამართლოში შეუფარდებენ. ადვოკატი ვარაუდობს, რომ პროკურატურა დონაძესთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. 

„ველოდებით, რომ აღკვეთის ღონისძიებად პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს თუმცა ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდება საერთოდ არ მოხდეს“, - განაცხადა გურამ დონაძის ადვოკატმა კახა შონიამ.

მისი ინფორმაციით, დონაძისთვის წარდგენილი ბრალი, სისხლის სამართლის 332 მუხლის მესამე ნაწილი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გურამ დონაძე საქართველოში არ იმყოფება. 

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები