კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის რწმუნებულმა გაგა მკურნალიძე მოინახულა

11 თებერვალი, 2013

2013 წლის 7 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის # 9 დაწესებულებაში, სადაც შეხვდა ბრალდებულ გაგა მკურნალიძეს.
 
გ.მკურნალიძემ სახალხო დამცველის რწმუნებულთან საუბარში განაცხადა, რომ  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ფსიქიკური პრობლემები არ აწუხებს. მისი მტკიცებით, პატიმრობის პერიოდში რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, დაკავებისას და შემდგომ მისი უფლებები არ დარღვეულა. გ.მკურნალიძე აცხადებს, რომ პატიმრობის პერიოდში მას თვითმკვლელობა არ უცდია და არც მიდრეკილია თვითმკვლელობისკენ. დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართ რაიმე პრეტენზია არ აქვს.
 
ვიზუალური დათვალიერებით გაგა მკურნალიძეს რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა.  სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ასევე დაათვალიერა გ.მკურნალიძის საკანი, სადაც ვიდეოთვალი დამონტაჟებული არ აღმოჩნდა.
 
სახალხო დამცველის რწმუნებული ასევე გაესაუბრა ბრალდებულ დავით ხუჭუას. მისი განმარტებით, აღნიშნულ საკანში ის გაგა მკურნალიძესთან ერთად იმყოფება 2012 წლის ოქტომბრის თვიდან. დ. ხუჭუას განცხადებით, გ.მკურნალიძისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები არ შეუნიშნავს და ადასტურებს, რომ გ.მკურნალიძეს თვითმკვლელობა არ უცდია.
 
სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა #9 დაწესებულების   მთავარ ექიმს ერეკლე მურჯიკნელს. მთავარი ექიმის განმარტებით, გაგა მკურნალიძეს სუიციდის მცდელობა არასოდეს  ჰქონია და არის აბსოლუტურად ადეკვატური და კონტაქტური.
 
სახალხო დამცველის წარმომადგენელი ასევე გაესაუბრა #9 დაწესებულების დახურული ტიპის განყოფილების უფროსს ვახტანგ დოლიძეს. მისი განმარტებით, გაგა მკურნალიძეს პატიმრობის პერიოდში თვითმკვლელობა არ უცდია და მასთან დაკავშირებით რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. მის საკანში ვიდეოთვალი დამონტაჟებული არ არის, ვინაიდან არ არსებობს ამის აუცილებლობა.
 
ვიზიტის შემდგომ, სახალხო დამცველის რწმუნებულმა შეადგინა შესაბამისი ოქმი, თუმცა გაგა მკურნალიძემ და დავით ხუჭუამ ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს. მიზეზი არ დაასახელეს.

www.ombudsman.ge

ახალი ამბები