კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვანში „ქართული ოცნების“ კონფერენცია ჩაიშალა

11 თებერვალი, 2013

9 თებერვალს ვანში   „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართელოს“  სადამფუძნებლო სხდომა, დაპირისპირების გამო  ჩაიშალა.  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა  ნაწილმა პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი- გელა ბოლქვაძე საკონფერენციო დარბაზში არ შეუშვა. ისინი ბოლქვაძეს კონფერენციაზე დასასწრებად მანდატს სთხოვდნენ. 

კონფერენციაზე დასასწრებად ვანში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაქარია ქუცნაშვილი და დავით ლორთქიფანიძე ჩავიდნენ. ისინი მხარეებთან  შეთანხმების მიღწევას, დაახლოებით  2 საათის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.   

„მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ ჩვენ ის ხელისუფლება ვართ, რომელიც ხალხის ნებას ითვალისწინებს. ამდენად, ვანში პარტიის კონფერენცია ხალხის ნების გათვალისწინებით ჩატარადება და თავჯდომარესაც ვანელები აირჩევენ“. - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მარი ტაბიძე, ვანი

ახალი ამბები