კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური შს მინისტრს პასუხობს

12 თებერვალი, 2013

11 თებერვალს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პრესსამსახური შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სახელმწიფო დაცვის პრესსამსახური თავს ვალდებულად თვლის, უპასუხოს შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ განცხადებას. საქართველოს პრეზიდენტის დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფის ერთობლივი მოქმედებების მუდმივმოქმედი გეგმა საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების, დაზვერვისა და სახელმწიფო სპეციალური სამსახურების მიერ 2012 წლის აპრილში დამტკიცდა.

ამ გეგმის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს ევალებათ დასაცავი პირის მიმართ შესაძლო საფრთხეებთან დაკავშრებით წინასწარი ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება და ამ ინფორმაციის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის დროულად მიწოდება, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დახმარების აღმოჩენა და მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.

აღსანიშნავია, რომ კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" არ ავალდებულებს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.

8 თებერვალს, მუდმივმოქმედი გეგმის თანახმად, სდსს-ს მიერ ადგილზე გამოძახებულ იქნენ პოლიციის შესაბამისი ქვედანაყოფების ხელმძღვანელი პირები. დღის 15:00 საათზე მოხდა ადგილზე შეხვედრა და მათთვის კონკრეტული დავალებების მიცემა. დაახლებით დღის 16:00 საათისათვის, ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მობილიზებულ აქციის მონაწილეებს ქუთაისიდან ჩამოსული ჯგუფები შეურთდა. 15:00 საათისათვის თბილისის მერიამ უზრუნველყო რკინის ჯებირებით ფურცელაძე-გუდიაშვილისა და ჯორჯაძე-გუდიაშვილის ქუჩების გადაკეტვა. გეგმის მიხედვით, ეს ქუჩები პოლიციის მიერ გათავისუფლებული უნდა ყოფილიყო, როგორც აქციის მონაწილეების, ასევე ავტომანქანებისაგან, რაც პოლიციამ ვერ უზრუნველყო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქციის მონაწილეებს მუდმივად ჰქონდათ მცდელობა, შეჭრილიყვნენ შენობის ტერიტორიაზე, სადაც უკვე იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. შეჭრის მცდელობა უშუალოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი.

ალტერნატიული შესასვლელით სარგებლობა შეუძლებელი იყო შემდეგი მიზეზების გამო: 1. გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე სათადარიგო შესასვლელი ცენტრალური შესასვლელიდან სულ რაღაც 20-30 მეტრით იყო დაცილებული და მომიტინგეების მხედველობის არეში მდებარეობდა; 2. ფურცელაძის ქუჩიდან იტალიური ეზოს გავლით ბიბლიოთეკის სამსახურებრივი შესასვლელით სარგებლობა შეუძლებელი იყო, ეზოში აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ არ ითვალისწინებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ახორციელებს უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების ფიზიკურ დაცვას მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები