კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

26 მაისს დაზარალებული ჟურნალისტების სარჩელის განხილვა შეწყდა

13 თებერვალი, 2013

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 26 მაისის ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის დაშლისას მონაწილე პოლიციელების დასჯის ბრძანების გასაჯაროების საქმის განხილვა შეწყვიტა. 

როგორც 11 თებერვალს სასამართლო პროცესზე შსს წარმომადგენელმა თქვა, შს მინისტრს აღნიშნული ინფორმაცია არ გაუსაიდუმლოებია. შესაბამისად, ინფორმაციას ბრძანების გასაიდუმლოებაზე სამინისტრო არ ფლობს.

26 მაისს დაზარალებულმა ჟურნალისტებმა, რომელთაც იურიდიულ დახმარებას „საქართველოს ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) „მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი“  უწევდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი 2012 წლის 5 მარტს შეიტანეს. ჟურნალისტები შსს-გან ბრძანების გასაჯაროებას ითხოვდნენ.

როგორც საიას „მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ნათია კაპანაძე ამბობს, ჟურნალისტებმა სასამართლოს მიმართეს იმისათვის, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტროს გაეცა მინისტრის, ივანე მერაბიშვილის  2011 წლის 14 ივლისის ბრძანების გასაიდუმლოების რეკვიზიტები და ბრძანება გაესაჯაროებინა.

„ამ დროის განმავლობაში უცვლელი იყო შსს-ს პოზიცია. ბოლო სხდომაზე შსს წარმომადგენელმა სასამართლოს დავალებით წარმოადგინა დოკუმენტი, რომელსაც საიდუმლო გრიფი არ ედო“, - უთხრა Media.Ge-ს მან. როგორც კაპანაძე ამბობს, ინფორმაციის მიწოდების შემდეგ სასამართლომ დავა შეწყვიტა, რადგან გასაჯაროების მოთხოვნა რელევანტური აღარ იყო, გამსაიდუმლოებელი პირი კი, არ არსებობდა.

იმ დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, ივანე მერაბიშვილის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანებით, 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით უფლება-მოსილების გადამეტებისთვის სამინისტროს 16 თანამშრომელი დაისაჯა.

გელა ბოჩიკაშვილი, www.media.ge 

ახალი ამბები