კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს

13 თებერვალი, 2013

ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში, 13 თებერვალს საბიუჯეტო სახსრების პარტიული მიზნებისათვის სავარაუდო გამოყენების საქმეზე,  მოწმის სტატუსით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი, ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაიბარეს. 

 მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი სამუშაომაძიებელთა აღრიცხვის პროგრამასთან დაკავშირებით დაიკითხებიან.

წინა მთავრობის მიერ ივლისში დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, რომელიც სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვისა  და მონაცემთა ბაზის შექმნას ისახავდა მიზნად, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სოციალური მომსახურების სააგენტოს ბრძანების საფუძველზე სექტემბერის დასაწყისში საქართველოს ყველა რეგიონში დამატებითი, შტატგარეშე კონტრაქტები გაუფორმდა 21 837 პირს, რომელთაც გამოძიების ინფორმაციით, არამიზნობრივად შესრულებული საქმიანობისთვის სექტემბრის ბოლოს „ლიბერთი ბანკში“ ხელფასის სახით ჩაერიცხათ 240 ლარი, რამაც ჯამში 5 240 880 ლარი შეადგინა.

„გამოძიების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ანუ საქართველოს ყველა რეგიონში, მოწმის სახით დაიკითხა 2000-მდე პირი, რომელთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ზემოხსენებულ 21 837 მოქალაქეს „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის" ფარგლებში არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ და რომ მათ თანხა მიიღეს პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად წარმოებული წინასაარჩევნო  აქტიურობისათვის, რაც გამოიხატებოდა საქართველოს პრეზიდენტთან დაგეგმილ წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობის მიღებაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ბროშურების, ფლაერების და სიმბოლიკების დარიგებაში, პარტიული აგიტაციისა და პროპაგანდის განხორციელებაში“, - აღნიშნულია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ  კი, პროკურატურაში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაბარება შეაფასა. მისი თქმით, მათი დაბარება, ახალი მთავრობის მხრიდან,  ნაციონალურ მოძრაობაზე  „ზეწოლის ფართომასშტაბიანი კამპანიის" გაგრძელებაა.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები