კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარნეულის რაიონის არაქართული სკოლები შესაძლოა, დირექტორების გარეშე დარჩეს

18 თებერვალი, 2013

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

2012 წელს მარნეულის რაიონის საჯარო სკოლის 70 დირექტორიდან სადირექტორო გამოცდის ბარიერის გადალახვა, მხოლოდ 4-მა შეძლო. ქვემო ქართლის არაქართული სკოლების დირექტორები პირად საუბრებში დირექტორების გამოცდებთან  დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლის დირექტორებს მათი კვალიფიკაციის დასამტკიცებლად განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი ორ ეტაპიანი გამოცდის ჩაბარება უწევთ. მათი  თქმით, სახელმწიფო ენის სათანადო დონეზე არცოდნის გამო მათ გამოცდის ჩაბარება უჭირთ. აცხადებენ, რომ თუ სამინისტრო მიდგომებს არ შეცვლის ქვემო ქართლის არაქართული სკოლები დირექტორების გარეშე დარჩება.

humanrights.ge  შეეცადა გაერკვია რამდენად მასშტაბურია აღნიშვნული პრობლემა. ირკვევა, რომ გასულ სადირექტორო გამოცდაზე პრობლემის არსებობა რეალურად დადასტურდა. ,, გასულ წელს, მარნეულის რაიონის 70 საჯარო სკოლის დირექტორი გავიდა გამოცდაზე და სამწუხაროდ, მხოლოდ 4-მა ჩააბარა. არ ვიცით მომავალში როდის და რა ფორმით ჩატარდება ეს გამოცდები. ფაქტია, მათ გაუჭირდათ ამ მოთხოვნების გადალახვა და დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღება“, - საუბრობს, მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქამანდარ ისმაილოვი.

რესურსცენტრის თანამშრომლები გვიხსიან, რომ ძირითად პრობლემას სახელმწიფო ენის სრულყოფილად არ ცოდნა ქმნის.

გასულ სადირექტორო გამოცდაზე, ასევე 2010 წელს ჩატარებული გამოცდაზეც, არაქართულენოვანი სკოლის დირექტორებს ტესტური გამოცდის რუსულად ჩაბარების საშუალებაც ჰქონდათ. პრობლემას კი მხოლოდ, ერთი ფაქტორი - ფუნქციური წერა ქმნიდა. აღნიშნული წერის  ჩაბარება ყველა სკოლის დირექტორს ქართულად მოუწია. მიზეზი კი ის იყო, რომ ფუნქციური წერის მთავარი არსი სახელმწიფო ენაზე საქმის წარმოება და სკოლის სახელით სხვადასხვა საჯარო და არასაჯარო დაწესებულებებთან მიმოწერა იყო.

humanrights.ge  სადირექტორო გამოცდასთან დაკავშირებით ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად განათლების სამინისტროს ოფიციალურ სერვის ონლაინ დახმარებას მიმართავს. სამინისტროს ოპერატორი კითხვაზე, როდის რა ფორმით ჩატარდება წელს სადირექტორო გამოცდები გვწერს: ,, გამოცდება 2013 წლის ზაფხულში ჩატარდება. რაც შეეხება ჩატარების ფორმებს ამ დროისთვის ეს და სხვა მსგავის დეტალები უცნობია. ასევე, მოგვიანებით გაირკვევა თუ რა ბედი ეწევათ იმ სკოლის დირექტორებს,რომლებმაც  გასულ წელს გამოცდა ვერ ჩააბარეს“.

ახალი ამბები