კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთაველი მეტალურგების პროტესტი

19 თებერვალი, 2013

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

გასულ კვირას, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა სს ,, ქართული ფოლადი“ მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. დაახლოებით 200-მდე მეტალურგი შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საწარმოს ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბა. მათი პირველი მოთხოვნა ხელფასების დროული დარიგება და 8 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლის შეჩერება იყო. ასევე, მეტალურგები ითხოვდნენ დაიდოს ახალი ხელშეკრულება მათსა და დამსაქმებელს შორის, სადაც დეტალურად გაიწერება როდის მიიღებენ და რა სახით ანაზღაურდება მათი შვებულებები. გარდა ამისა, ერთ-ერთი მოთხვნის მიხედვით , საწრმოო ტრავმების შემთხვევაში მეტალურგებს  ხარისხიანი სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოთ. მათი ნაწილის თქმით, ხშირად გარკევული ტრავმებით მისულებს სამედიცინო დაწესებულაში იმავე დღეს არ იღებენ და 2-3 დღის შემდეგ იბარებენ.

,, ჩვენ რამდენიმე პრობლემა და მოთხოვნა გვაქვს, თუმცა უმთავრესი შრომითი პირობების გაუმჯობესება და ხელფასების დროული დარიგებაა. ხალხი ვერ დაელოდება ერთი კვირა ხელფასის აღებას, რადგან სესხები აქვთ დასაფარი. ასევე, გადასახდელი გვაქვს კომუნალური გადასახადები. მეორე მოთხოვნაა  შეჩერდეს 8 საათაინ სამუშაო გრაფიკზე გადასვლა“, - საუბრობდა, საწარმოს თანამშრომელი, როლანდ კილაძე.

მეტალურგების დასახმარებლად  გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი, ლავრენტი ალანიაც მივიდა. აქციის ორგანიზატორებთან ერთად ალანია საწარმოს მმართველს,  ფარუხ სადიკს შეხვდა. მოლაპარაკებებიდან გამოსული ალანია აცხადებდა, რომ საწარმოს ხელმძღვანელობა განიხილავს ხელფასების 10%-ზრდის საკითხს.

,,აცხადებენ, რომ ხელფასების 20 % ზრდას, როგორც თქვენ ითხოვდით ვერ შეძლებენ. ასევე, მათი თქმით, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკზე გადასვლის შემთხვევაში თქვენს ტრანსპორტირებას თავად უზრუნველყოფენ“, - მიმართა ალანიამ აქციის მონაწილეებს.

თავად  საწარმოს მმართველი მუშებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნებისკენ მოუწედებდა და აცხადებდა, რომ ხელფასების ზრდა ვერ მოხდება, თუ არ იმუშავებ. ასევე, მისი თქმით, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკის შემოღება გადაწყდა, რადგან 12 საათი მუშამ ფოლადსადნობში  გავარვარებულ ღუმელებთან შეუძლებელია ხარისხიანად იმუშაობს.

საბოლოოდ დღის ბოლოს აქცია დაიშალა. მეტალურგებმა პირობი მიიღეს, რომ დროებით შეჩერდება მათი 8 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადაყვანა, ასევე დროულად ჩაერიცხებათ ხელფასები. ,, ჩვენ ველით, რომ განიხილავთ  ჩვენს დანარჩენ მოთხოვნებს, რაც შვებულებებს, ხელფასების ზრდას  და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას ეხება. ასევე, ვითხოვთ საწრმოო ტრავმების შემთხვევაში შესაბამის კომპენსაციებს. თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება გაფიცვა კვლავ გამოცხადდება“, - უხსნიდნენ  მეტალურგები საწარმოს მმართველს.

სხვადასხვა საამქროებში მომუშავე მეტალურგების განსაკუთრებული მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს მეფოლადეების ანაზაღაურება, რადგან ისინი  ჯამრთელობისთვის  რისკის შემცველ სამუშაოს ასრულებენ. მეტალურგების განცხადებით მათ საწარმოში უკვე, დიდი ხანია ანაზღაურება შრომის შესაბამისი არ არის და ეს უნდა გამოსწორდეს.

ახალი ამბები