კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზესტაფონში რკინიგზის მუშები გაიფიცნენ

19 თებერვალი, 2013

ზესტაფონში  რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი  სამუშაო პირობების გაუმჯობესებას  და ხელფასების 100%-ით ზრდას ითხოვენ.

პროტესტი დაახლოებით 50-მდე ადამიანმა გამოთქვა. ისინი ანალოგიურ პრობლემებს წინა ხელისუფლების დროსაც უჩიოდნენ, თუმცა პროტესტის ამ ფორმისთვის არ მიუმართავთ.

„ჩვენ გაფიცვა წინა ხელისუფლების პირობებშიც გვსურდა, თუმცა მაშინ სამსახურიდან დათხოვნით გვაშინებდნენ და ამიტომაც ვიყავით გაჩუმებულები. ჩვენ ჩვენი პრობლემებით დაინტერესებას  ქვეყნის პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ვთხოვთ და იმედი გვაქვს, რომ დაგვეხმარება.“- აცხადებენ გაფიცულები.

გაფიცული რკინიგზელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, სპეც-ტანსაცმელს და არსებული ხელფასების გაზრდას ითხოვენ.  მათი საშუალო ხელფასი 400 ლარია. გაფიცული რკინიგზელების განცხადებით, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში  აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.

მარი ტაბიძე, ზესტაფონი

ახალი ამბები