კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,ჯორჯიან მარგანეზის" მუშები კვლავ გაიფიცნენ

19 თებერვალი, 2013

ჭიათურის მაღაროს მუშები ისევ გაიფიცენ. ამის მიზეზი მუშების მიერ ჩამოყალიბებული 15 მოთხოვნის შეუსრულებლობა გახდა. ამ ფონზე კი ქარხნის ადმინისტრაცია  კადრების შემცირებებს გეგმავს.

გაფიცულების თქმით, ,,ჯორჯიან მარგანეზი"-ის ადმინისტრაცია სავარაუდოდ 500-800 მუშის შემცირებას აპირებს, სულ მაღაროებში  3700 ადამიანია დასაქმებული.

ადმინისტრაციის წარმომადგენლები კი მუშებისთვის ხელფასების მომატებაზე საუბრობენ.

„შემცირების მიუხედავად ,,ჯორჯიან მარგანეზი"_ის ხელმძღვანელობა, წარმოების მოცულობის შემცირებას არ აპირებს და გათავისუფლებული მუშების საქმეს დანარჩენებზე გადანაწილებას გეგმავს. დარჩენილ მუშებს ხელფასს კი დაუმატებენ, მაგრამ გამოდის, რომ ჩვენი მოთხოვნა შრომის ანაზღაურება კი არ იზრდება, შრომის მოცულობა იზრდება უბრალოდ და ხელფასიც მას მიყვება,"- ამბობენ გაფიცული მუშები.

,,ჯორჯიან მარგანეზი"_ის გაფიცული მუშები სამუშაოზე მას შემდეგ  დაბრუნდებიან, როცა  მათ 15 პუნქტიან  მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, მათთვის განკუთვნილი ყოველდღიური კვების რაციონის მომატებას, სანიტარული პირობების დაცვას და უქმე დღეებში დასვენების უფლებას ითხოვენ.

მარი ტაბიძე, ჭიათურა

ახალი ამბები