კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორები პროკურატურას მიმართავენ

19 თებერვალი, 2013

ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორები ნათია გედენიძე, ირაკლი გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ზურაბ  ქურციკიძე საქართველოს მთავარ პროკურატურას დღეს, 18 თებერვალს მიმართავენ. ისინი საქმის ხელახალ გამოიძიებას და გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას მოითხოვენ.

„ჩვენ ის ფოტორეპორტიორები ვართ, რომლებიც წინა ხელისუფლებამ სრულიად უსამართლოდ გაგვწირა და დაგვადანაშაულა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ჯაშუშობა). ჩვენი სურვილის მიუხედავად, არ მოგვეცა საშუალება, დაგვემტკიცებინა ჩვენი უდანაშაულობა. დღეს დადგა დრო, სამართალმა იზეიმოს",-ნათქვამია 10 გვერდიან განცხადებაში, რომელსაც ფოტორეპორტიორები მთავარ პროკურატურაში შეიტანენ.  ამავე განცხადებაში დეტალურად ყვებიან, თუ როგორ დააკავეს და რა ზეწოლა ხორციელდებოდა მათზე.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ გაირკვეს რა მოხდა. დაისაჯონ ამ საქმის რეალური შემკვეთები“, - უთხრა Media.Ge-ს გიორგი აბდალაძემ.

ჟურნალისტურ წრეში კარგად ცნობილი ოთხი ფოტორეპორტიორი  - ირაკლი გედენიძე, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა,  მის მეუღლე, გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ ფოტოგრაფი ნათია გედენიძე, ევროპის ფოტოსააგენტოს  (EPA) წარმომადგენელი საქართველოში ზურაბ ქურციკიძე და „ალია ჰოლდინგის“ ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე 2011 წლის 9 ივლისს, გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააკავა და ბრალი ჯაშუშობაში დასდო. ჟურნალისტებთან საქმის დეტალებზე არ საუბრობდნენ ბრალდებულების ადვოკატები, ამის მიზეზად კი საქმეზე გრიფი „საიდუმლოს“ დადება დაასახელეს. საზოგაოდებამ ვერ იხილა ამ გრიფის დადების გადაწყვეტილების დასაბუთება. მედიის წარმომადგენლებმა საქმის გასაჯაროების მოთხოვნით აქციები გამართეს.

მოგვიანებით, რამდენიმე დღის შემდეგ ყველა ბრალდებულმა მოულოდნელად ბრალი აღიარა და საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლა. თუმცა რამდენიმე თვის წინ ყველა მათგანმა განაცხადა, რომ აღიარებითი ჩვენება მხოლოდ იმიტომ მისცა, რომ დაპატიმრებისთვის თავი აერიდებინათ. „ფოტოგრაფების საქმე“ საზოგადოებისთვის დღემდე ბუნდოვანია.

www.media.ge

ახალი ამბები