კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შშმ პირთათვის გარემოს ადაპტირების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია

19 თებერვალი, 2013

სალომე ჩხეიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლომ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის, კობა ნადირაძის სარჩელი არ  დააკმაყოფილა. ნადირაძე სარჩელში შშმ პირებისათვის საზოგადოებრივი დაწესებულებების შენობებისა და ტრანსპორტის ადაპტაციას ითხოვდა. ნადირაძის უფლებებს  „ადამიანის უფლებათა სახლი’’ და „კონტიტუციის   42-ე მუხლი“ იცავდა.  ამ საკითხთნ დაკავშირებით ორგანიზაციებმა პრესკონფერენციაც გამართეს.

ნადირაძე 2009 წლის 23 მაისს მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს და მიუთითეს, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში, იყო. აღნიშნული ალკოტესტმა ვერ დაადასტურა. კობა ნადირაძემ მოითხოვა მომხდარიყო მისი შემოწმება ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რაზეც პატრულის თანამშრომლებმა უარი უთხრეს. ამის მიზეზად  კი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის   ექსპერტიზის ბიუროს  არაადაპტირებული შენობა დაასახელეს. ამის გამო,  კობა ნადირაძემ ვერ გაიარა სიმთვრალის შემოწმება, რაც მისი დაჯარიმების მიზეზი გახდა. მან ვერ შეძლო ჯარიმის გადახდა, დაერიცხა საურავი და საბოლოოდ  მართვის უფლება ჩამოერთვა.

ნადირაძემ სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის წინააღმდეგ შეიტანა, რადგან  ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობის შშმ პირებისათვის არაადაპტირებულობის გამო ვერ შეძლო ექსპერტიზის გავლა.  თბილისის მერიისგან კი, საზოგადოებრივი დაწესებულებების შენობებისა და ტრანსპორტის შშმ პირებისათვის ადაპტირებას ითხოვდა.

სასამართლო დარბაზის არაადაპტირებულობის გამო, უფლებათა დარღვევის ფაქტის გასაჩივრების შემდეგ კობა ნადირაძემ სასამართლო დაბრაზამდე მისვლა და სხდომაზე დასწრებაც ვერ მოახერხა

„სასამართლო პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირთათვის მართლსაჯულების სისტემა მთლიანად,   ხელმიუწვდომელია. არა მარტო სასამართლო, არამედ ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არის აბსოლიტურად არაადაპტირებული შშმ პირებისათვის’’. - განაცხადა კობა ნადირაძემ

„კონტიტუციის 42-ე მუხლის’’ ადვოკატის ნიკოლოზ ლეგაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა სასამართლომ არ გაითვალისწინა და ეროვნულ, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობასთან და კონვენცვიებთან შეუსაბამო გადაწყვეტილება მიღო.

ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის’’  წარმომადგენლის, გიორგი ახმეტელის თქმით,  მსგავსი შემთხვევა, რომ სასამართლოსთვის შშმ პირს უფლებების დარღვევის საჩივრით მიემართა, არ ყოფილა. პრობლემები კი ძალიან ბევრია და ამაზე ღიად თითქმის არავინ საუბრობს. „რატომღაც არის სტერეოტიპი, რომ ეს ხალხი მოიცდის, პირადად მე არ მესმის, რატომ ფიქრობენ ასე. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არ მოიცდიან არცერთი დღე, საათი და წუთი.’’ - განაცხადა პრესკონფერენციაზე  გიორგი ახმეტელმა.

ადამიანის უფლებათა სახლის კოორდინატორი ნინო ღვედაშვილი აცხადებს რომ ქალაქ თბილისის მერიამ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს ადმინისტრაციული შენობების, ტრანსპორტისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის იბიექტების ადაპტირება, როგორც ეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვითაა გათვალისწინებული.

‘’სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განეკუთვნება ადმინისტრაციულ დაწესებულებას, ის ახორციელებს საჯარო სერვისებს. ამდენად, სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები, კერძოდ კი თბილისის მერია, ვალდებული იყო, ეზრუნა ამ დაწესებულების შენობის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვაზე.’’ -აღნიშნავს ნინო ღვედაშვილი.

კობა ნადირაძის ადვოკატის ნიკოლოზ ლეგაშვილის თქმით, ისინი აპირებენ, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ, ამოწურონ შიდა ინსტანციები და თუ სასურველი სასამართლო გადაწყვეტილება არ დადგა, მიმართონ ევროპულ სასამართლოს.

ნადირაძის საქმეზე საგანგებო განცხადება სახალხო დამცველმაც გაავრცელა:

„სასამართლოში ვიზიტის დროს, სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის ცნობილი გახდა მოქალაქე კობა ნადირაძისა და სასამართლო პროცესზე დასწრების მსურველი სხვა მოქალაქეების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დარღვევის შესახებ.

კერძოდ, მოქალაქე კობა ნადირაძემ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სხვა პირებმა ვერ შეძლეს სასამართლო სხდომაზე დასწრების მიზნით შენობის მე–6 სართულზე გადაადგილება, რადგან სასამართლოს შენობა არ არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებისათვის. ზემოაღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ  აქტუალური გახადა სასამართლო შენობების ხელმისაწვდომობის პრობლემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ -აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველმა საერთო სასამართლოებს  რეკომენდაციითაც მიმართა, რომ მათ უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებების გატარება, რათა სასამართლო ფიზიკურად ხელმისაწვდომი გახდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ახალი ამბები