კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზედა წეროვნის მოსახლეობა სახელმწიფოსგან მიწების დაკანონებას ითხოვს

19 თებერვალი, 2013

სალომე ჩხეიძე

მცხეთის რაიონის სოფელ ზედა წეროვანში მცხოვრებ ოჯახებს უკვე წლებია მიწის დარეგისტრირების პრობლემა აქვს. როგორც მოსახლეობა ამბობს,  კომუნისტების დროს მათთვის დარიგებული მიწები ახლა სახელმწიფო საკუთრებაში ირიცხება. ისინი წლებია ცდილობდნენ მიწის დაკანონებას, მაგრამ უშედეგოდ. 2009 წლიდან ეს მიწები უკვე სახელმწიფოს კუთვნილ  საძოვრებადაა დარეგისტრირებული. ეს მიწა, როგორც სოფლის მოსახლეობა ირწმუნება, მამა-პაპიდან მათ ეკუთვნით.

 „ოქტომბრის არჩევნებამდე სოფელში მცხეთიდან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დადიოდნენ და გვეუბნებოდნენ, ხმა მოგვეცით და მიწებს დაგირეგისტრირებთო. იცოდნენ, რომ ეს პრობლემა დიდი ხანია  გვაწუხებდა და ამ გზით შეეცადნენ ჩვენს გადაბირებას. ხელისუფლება რომ შეიცვალა, ჩავედით მცხეთაში რეესტრში, მივიტანეთ ნახაზებიც,  მაგრამ რეესტრმა ვერ დაგვირეგისტრირა, რადგან ეს მიწები სახელმწიფო საკუთრებაშიაო’’.  -ამბობს ციცინო სოხაშვილი, ზედა წეროვანის მცხოვრები

ზედა წეროვანში ამჟამად სულ 12 ოჯახიღაა დარჩენილი. როგორც სოფლის მცხოვრები ნოდარ ალხანაშვილი ამბობს, დანარჩენები ქვემოთ, ტრასასთან ახლოს  გადავიდნენ საცხოვრებლად და სოფელი თითქმის დაცლილია. ‘’სოფლის თავზე არის ეს მიწები, მოგვცენ, დავამუშავებთ და მოვიყვანთ მოსავალას. არ გვინდა, რომ ჩვენც ავიყაროთ და სოფელი სრულიად დაიცალოს. მითუმეტეს, სხვისას ხომ არ ვითხოვთ, ჩვენი მიწაა, კოლმეურნეობაში მუშაობისას დაგვირიგეს და ჩვენ გვეკუთვნის.’’ - აცხადებს ალხანაშვილი.

„მოვითხოვთ, რომ ახალმა მთავრობამ ეს მიწები დაგვირეგისტრიროს. ერთი კვირის მერე კიდევ ვაპირებთ, მივიდეთ რეესტრში დასაკანონებლად, მაგრამ თუ აქიდან ბრძანება არ წავიდა, ვერაფერს ვიზამთ.’’- ამბობ სოფლის მცხოვრები ზაზა სოხაშვილი. 

ზედა წეროვნის მოსახლეობას მიწების საკუთრების დამადასტურებელი არავითარი ცნობა არ გააჩნია, თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, თავიანთი მიწებისათვის ბრძოლას განაგრძობენ და არავითარ შემთხვევაში არ დათმობენ.  მიხეილ როსტიაშვილის თქმით, ამ ტერიტორიაზე რამდენიმე მიწის ნაკვეთი შემოიღობა და მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ სახელმწიფო ამ მიწების გაყიდვას აპირებს.  

ახალი ამბები