კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ კონფერენცია ლანჩხუთში ხმაურის ფონზე ჩატარდა

19 თებერვალი, 2013

ლანჩუთში „ქართული ოცნების“ კონფერენცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. რამდენიმე დელეგატის თქმით, კენჭისყრა არაობიექტურად ჩატარდა და ყველა ხმა არ იქნა დათვლილი. მათ ამ განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

კონფერენციაზე ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ პარლამენტარ თემურ ჩხაიძის ბიუროს უფროსი, გოგი გეგიაძე აირჩიეს. დარბაზში პირველი ექსცესი სწორედ გეგიაძის არჩევისას მოყვა , რამდენიმე ქალბატონმა განაცხადა, რომ მათი ხმები დათვლილი არ იყო.

 პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ბიუროში აირჩიეს: გია მაჭარაშვილი (პარლამენტარ თემურ ჩხაიძის ცოლის ძმა), მაკა კვირკველია სოსო ბოლქვაძე, ნინო ხელაძე, გურამ ჩუბინიძე.

ასევე დასახელდნენ თბილისში კონფერენციაზე წამსვლელი დელეგატები: თემურ ჩხაიძე, გოგი გეგიაძე, ლადო ნანაძე, დათო შეიზაშვილი, ზაალ სანაძე, გურამ ჩუბინიძე, გურამ კერესელიძე, ბესო კუპრაძე, ზურაბ ქარჩავა, ალეკო სარიშვილი, გია მაჭარაშვილი, სოსო ბოლქვაძე, შოთა ფირცხალაიშვილი.

ყრილობა დასასრულისკენ მიდიოდა, როცა დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა დელეგატმა, სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლის პედაგოგმა რუსუდან მეგრელიშვილმა სიტყვა ითხოვა. მისი შეფსაებით, კენჭისყრა არაობიექტურად ჩატარდა და კანდიდატები წინასწარ იყვნენ შერჩეულნი:

„ეს რა არის? კომუნისტური არჩევნებია თუ ნაციონალური მოძრაობის ყრილობა? რა ხდება, ყველაფერი თუ წინასწარ გქონდათ განსაზღვრული, რატომ ჩამოგვიყვანეთ ამდენი ადამიანი სოფლებიდან? ჩვენი, დელეგატები ფუნქცია რა იყო ამ ყრილობაზე? არაფერს თუ არ გვეკითხებოდით და წინასწარ გქონდათ გადაწყვეტილი სად ვინ უნდა აგერჩიათ, ეს ფორმალობა რა საჭირო იყო? იმის გარდა, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს ახსენებდით, ყველაფერი ძველებურად იყო. იმავე სახეებს ვხედავ. მაინტრესებს, რას ვერჩოდით გია გოგუაძეს (ნაციონალების კანდიდატი არჩევნებში), შესაძლოა თავის დროზე ყველა ნაციონალები ვიყავით, მაგრამ საკითხავია, აქ მყოფთაგან ბოლო პერიოდში ვინ რას აკეთებდა?“– განაცხადა რუსუდან მეგრელიშვილმა.

მის გამოსვლას დარბაზში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. რამდენიმე ადამიანმა ქალბატონს დარბაზის დატოვება მოსთხოვა ,მეგრელიშვილმა დარბაზი დატოვა და განაცხადა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა. როგორც შემდეგ გავარკვიეთ, ის ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის მძახალია და ის აპირებს ლანჩხუთში კონფერენციაზე მომხდარი ამბები პრემიერ–მინისტრს თავად მოუყვეს.

ნინო მშვიდობაძე, გურია

ახალი ამბები