კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოთხი თვის ორსული სამსახურიდან გაათავისუფლეს

22 თებერვალი, 2013

ოთხი თვის ორსული ელენე ბერძენიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.  იგი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში იურიდიული სამსახურის სპეციალისტად მუშაობდა.  ოფიციალურ ბრძანებაში მითითებულია რომ მისი დათხოვნის მიზეზი შტატების შემცირება იყო. თუმცა, კანონში საჯარო სამსახურის შესახებ წერია, რომ  „მოხელე (ქალი) არ შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების გამო“.

ელენე ბერძენიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2013 წლის 21იანვრამდე მუშაობდა. როგორც მან ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას აღნიშნა, გათავისუფლების შემდეგ განცხადებით მიმართა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ზურაბ ყურაშვილს სამსახურში აღდგენის მოთხოვნით. პასუხად კი მიიღო, რომ ადმინისტრაცია ინფორმირებული არ იყო მისი ორსულობის შესახებ.

„ყველამ კარგად იცოდა, რომ ორსულად ვიყავი, რადაგან მუცელი შესამჩნევად მეტყობა. ამავე დროს კანონიც არ მავალდებულებს არავითარი დოკუმენტაციის წარდგენას დეკრეტამდე“, – განაცხადა ელენე ბერძენიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის, ლევან ბერძენაშვილის თქმით, მან არ იცოდა ელენე ბერძენიშვილის ორსულობის შესახებ. თუმცა, იგი გამორიცხავს მის სამსახურში აღდგენას შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხევაშიც.

ელენე ბერძენიშვილმა თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა და  იქ ეცდება საკუთარი სიმართლის დამტკიცებას.

მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

ახალი ამბები