კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკრებულოს უმრავლესობის წევრები დეპუტატების საგამოძიებო ორგანოში დაბარებას აპროტესტებენ

22 თებერვალი, 2013

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები სხდომების დღეებში დეპუტატების საგამოძიებო ორგანოში დაბარებას აპროტესტებენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მამუკა ახვლედიანმა და უმრავლესობის წევრმა, სევდია უგრეხელიძემ ბრიფინგი გამართეს.

ახვლედიანის განცხადებით, მეოთხე თვეა საკრებულოს სხდომების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებს სხვადასხვა საგამოძიებო ორგანოებში იბარებენ. დღესაც, როცა დაანონსებული იყო საკრებულოს სხდომა, მათი ფრაქციის ორი წევრი, ხვიჩა სანაია და გელა ომანიძე ფინანსურ პოლიციაში და პროკურატურაში დაიბარეს.

მამუკა ახვლედიანი მიიჩნევს, რომ მათი ფრაქციის წევრების დაბარება საკრებულოს სხდომების დღეებში მიზანმიმართულად ხდება. იგი მიზნად ისახავს მათი დეპუტატების დაშინებას, ზეწოლას და ასევე წარმოადგენს საკრებულოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხელის შეშლას. აღნიშნულის გამო, საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს წერილობით მიმართა მთავარ პროკურორსა და ფინანსთა მინისტრს, რათა საკრებულოს დეპუტატების საგამოძიებო ორგანოებში დაბარება არ მოხდეს სხდომების დღეებში.

ახვლედიანმა ასევე განაცხადა, რომ დეპუტატები ხვიჩა სანაია და გელა ომანიძე დღეს ორგანოებში არ გამოცხადდებიან და მონაწილეობას მიიღებენ საკრებულოს სხდომაში, მათი მოწმის სახით დაკითხვა კი სხვა დღეებში მოხდეს.

საპროცესო კანონმდებლობის დარღვევაზე ისაუბრა ასევე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სევდია უგრეხელიძემ.

მისი თქმით, მოწმის სტატუსით დაბარებას აქვს თავისი წესი და იგი არის დარღვეული. საკრებულოს წევრებს საგამოძიებო ორგანოში ტელეფონზე დარეკვით იბარებენ და მათ არ იციან, რა საკითხზე დაკითხავენ. მსგავსი რამ მოხდა მისი დაკითხვის შემთხვევაში.

სევდია უგრეხელიძემ აღნიშნა, რომ იგი არის ევროსაბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესის ნამდვილი წევრი და კონგრესის მმართველობითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ამ დარღვევებთან დაკავშირებით იგი აცნობებს ევროსაბჭოს შესაბამის სტრუქტურებს, ასევე მონიტორინგის კომიტეტს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის შესასწავლად თბილისს უახლოეს პერიოდში ეწვევა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები