კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლოს ოფიციალური განმარტება გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის საქმეზე

26 თებერვალი, 2013
 

თბილისის მერის გიგი უგულავას წინააღმდეგ შუამდგომლობის განხილვისას „ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალური საფუძვლები.“ აღნიშნულია,   თბილისის საქალაქო სასამართლოს  განცხადებაში, რომელიც 25 თებერვალს, გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის  სასამართლო პროცესის შემდეგ გავრცელდა.

25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა უგულავას მიმართ გირაოს - ერთი მილიონი  ლარის შეფარდების შესახებ.

სასამართლომ მიიჩნია, რომ  არ არსებობს უგულავას  მხრიდან „მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე,  პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე და კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებულის სათანადო ქცევა, მისი გამოძიებასა და სასამართლოში გამოცხადება უზრუნველყოფილი იქნება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშეც“.

„გიორგი უგულავას მიმართ არ იქნა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე“, ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 23 თებერვალს თბილისის მერს,ბრალი წაუყენა ტელეკომოპანია „იმედის“ „დანაშაულებრივი გზით გასხვისებასა“  და საბიუჯეტო თანხების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გამოყენებაში. „იმედის“ ეპიზოდში გამოძიებამთავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილსაც წაუყენა.

„რაც შეეხება, პროკურატურის შუამდგომლობას, ბრალდებულ დავით კეზერაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული დავით კეზერაშვილი თავს არიდებს გამოძიებას და სასამართლოს და ამით ხელი ეშლება მართლმსაჯულების განხორცილებას, სასამართლოს მიერ ამ ნაწილში დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დავით კეზერაშვილს შეეფარდა პატიმრობა“, აცხადებს სასამართლო.

ამავე ცნობთ, სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

„ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენების საფუძვლები იყო ზოგადი და დაუსაბუთებელი, სასამართლოს განჩინებით ბრალდების მხარეს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და გიორგი უგულავა არ იქნა გადაყენებული თანამდებობიდან“ - აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

უგულავასთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება  2013 წლის 10 აპრილს 15 საათზე, თბილის საქალაქო სასამართლოში.

ახალი ამბები