კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ტელეიმედის“ დათმობაში ჯოზეფ კეი დავით კეზერაშვილსა და გიგი უგულავას ადანაშაულებს

26 თებერვალი, 2013
 
გელა ბოჩიკაშვილი,www.media.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „იმედის“ დანაშაულის გზით გასხვისებასთან დაკავშირებით ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის, ჯოზეფ კეის ჩვენება 23 თებერვალს გაავრცელა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებამ კეი ტელეკომპანიასთან დაკავშირებით 2013 წლის 15 თებერვალს დაკითხა.

კეის ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2008 წლის დეკემბერში მას თავდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დაუკავშირდა და ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ოფისში მისვლა მოსთხოვა.  „მისალმების შემდეგ კეზერაშვილმა კატეგორიული ტონით მითხრა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო, რომ მე უნდა დამეთმო მათთვის „ტელეიმედი“, - წერია ჩვენებაში, რომლის მიხედვით, კეიმ „იმედთან“ დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტთან დალაპარაკება მოითხოვა.

ჯოზეფ კეის ჩვენების მიხედვით, ის მართლაც ესაუბრა მიხეილ სააკაშვილს, რომლემაც უთხრა - „ჩათვალე ეგ რასაც გეუბნება, გეუბნები მე“.

ჯოზეფ კეის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნულია, რომ ტელევიზიის დათმობის სანაცვლოდ მას „იმედში“ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას დაპირდნენ და დაემუქრენენ. „მისი მუქარა აღვიქვი რეალურად და ვუპასუხე, რომ ფაქტობრივად, არ მქონდა არჩევანის საშუალება და იძულებული ვიყავი დავთანხმებულიყავი მის წინადადებას“,-  დასძიენს კეი.

მისივე თქმით, კეზერაშვილთან შეხვედრის მეორე დღეს, თბილისის მერს, გიგი უგულავას შეხვდა მერიაში სამუშაო ოთახში. მერიც, კეზერაშვილის მსგავსად, ტელევიზიაში დახარჯული ფულის დაბრუნებას დაპირდა. „ამის შემდგომ, პერიოდულად მიგზავნიდნენ სხვადასხვა იურიდიულ დოკუმენტაციას, რომლებსაც ზედმეტი კითხვების გარეშე ვაწერდი ხელს. ზოგადად ვიცოდი, რომ ამ ყველაფრით ხდებოდა ”ტელეიმედის” სხვა პირებზე გადაცემის იურიდიულად გაფორმება, თუმცა მე დეტალებით არ დავინტერესებულვარ. ერთადერთი ის ვიცოდი გიორგი უგულავასგან, რომ ფორუმალურად მიტოვებდნენ 10% ”ტელეიმედში“,- უთხრა საგამოძიებო სამსახურს მან.

ჯოზეფ კეი ირწმუნება, რომ ტელევიზიაში მის მიერ დახარჯული თანხა 11 მილიონი ამერიკული დოლარი იყო, რაც აცნობა უგულავასა და კეზერაშვილს, ისინი მხოლოდ 10 მილიონი აშშ დოლარის ანაზღაურებას დასთანხმდნენ - „ეს ფული წამოვიდოდა დ. იაკობაშვილის ფირმიდან, რომელსაც მათი თქმით, ჰქონდა მათი ფული“.

კეი ამბობს, რომ დაპირებული 10 მილიონი აშშ დოლარის ნაცვლად, მან მხოლოდ 8 მილიონ 800 ათასი აშშ დოლარი მიიღო. „ტელეიმედის“ გასხვისების პარალელურად, პატარკაციშვილების ოჯახმა მის წინააღმდეგ იჩივლა. რის შემდეგაც მან უგულავას „იმედის“ გასხვისების გაუქმება მოსთხოვა.

„2009 წლის 25 თებერვალს მან [უგულავამ] მოიყვანა ვიღაც არაბი სახელად მარკი, რომელთან ერთად ჩვენ მოვაწყვეთ ერთობლივი პრესკონფერენცია, თითქოს „ტელეიმედი” შეისყიდა „რაკიინ ჯორჯიამ", რომელიც იყო უმსხვილესი არაბული კომპანია და ახორციელებდა დიდ ინვესტიციებს საქართველოში“, - ამბობს კეი, საგამოძებო სამსახურისთვის მიცემულ ჩვენებაში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 22 თებერვალს თბილისის მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ საგამოძიებო საქმიანობის დაწყების შესახებ განაცხადა. საგამოძიებო სამსახურმა უგულავას ბრალი 23 თებერვალს წაუყენა. გამოძიება თბილისს მერს ტელეკომოპანია „იმედის“ დანაშაულებრივი გზით გასხვისებასა და საბიუჯეტო თანხების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გამოყენებას ედავება.

შეგახსენებთ, რომ „იმედი“ პატარკაციშვილების ოჯახს 16 ოქტომბერს, ტელეკომპანიის ძველ და ახალ მფლობელებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ გადაეცა. „ტელეიმედის“ 100 პროცენტიანი წილის მფლობელი „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპია“, 16 ოქტომბრამდე ამ კომპანიის 45%-იანი წილი ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, გიორგი არველაძეს, 30 % - გიორგი კორახაშვილს,   15 % - გიორგი მიქელაძეს, 10% კი, აშშ-ს მოქალაქე, ჯოზეფ კეის ეკუთვნოდა.

ახალი ამბები