კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო „კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს

26 თებერვალი, 2013
 
დღეს, 26 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართება „კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენა. 

5 თებერვალს „კახეთის საინფორმაციო ცენტრმა” ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. ცენტრი ითხოვს, რომ მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემა დაავალოს.

„კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ცნობით, 23 იანვარს, მან განცხადებით მიმართა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა მისთვის ინფორმაციის მიწოდება 2012 წლის 1 ოქტომბრიდან სამმართველოში დანიშნული თანამდებობის პირების შესახებ - მათი ვინაობა, პოზიცია, თანამდებობაზე დანიშვნის დრო და ბიოგრაფიული მონაცემები. 

„კახეთის საინფორმაციო ცენტრს” აგრეთვე აინტერესებდა სამმართველოდან საკუთარი განცხადების საფუძველზე განთავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, თითოეული მათგანის ვინაობა, განცხადების დაწერის და სამსახურიდან გათავისუფლების დროის მითითებით; სამმართველოდან ხელმძღვანელობის მიერ გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია თითოეული მათგანის ვინაობის, თანამდებობის, სამსახურიდან გათავისუფლების დროის მითითებით; საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში 2012 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დასაქმებული თანამშრომლების სია, გვარის, სახელის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების დროის და საფუძვლის მითითებით.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ასევე ითხოვდა პატრულ – ინსპექტორის ზვიად ცნობილაძის შესახებ ინფორმაციას, კერძოდ, საპატრულო პოლიციიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების, სამსახურებრივი მოკვლევის დოკუმენტის და შემდეგ თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების ასლებს.

2013 წლის 30 იანვარს, საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს უფროსმა დიმიტრი მაისურაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობა, რომ განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, დავით ცინარიძეს.

თამარ ფარადაშვილი, www.media.ge

ახალი ამბები