კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრების წამებასთან დაკავშირებული საქმის სასამართლო პროცესი დაიხურა

4 მარტი, 2013

სალომე აჩბა

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვაჟა ფუხაშვილმა პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის დახურვის  გადაწყვეტილება მიიღო,  რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესზე დასწრებას მხოლოდ პროცესის მონაწილე მხარეები შეძლებენ.

მოსამართლემ გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ პროცესის საჯაროობამ, საქმის არსიდან გამომდინარე, შესაძლოა შელახოს დაზარალებულთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და საფრთხე შეუქმნას ბრალდებულებსაც.

„ჩვენ ვითვალისწინებთ საზოგადოების მაღალ ინტერესს ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. თუმცა, ვინაიდან ბრალდებულებს ბრალად ედებათ დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია სქესობრივი ძალადობის ხასიათის ფაქტებთან, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ პროცესი დაიხუროს. პროცესის საჯაროობით, ერთის მხივ, შესაძლოა საფრთხე შეექმნას დაზარალებულთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, მეორე მხრივ, კი, შესაძლოა თავად ბრალდებულების უსაფრთხოებაც შეილახოს“.  - აღნიშნა მოსამართლე ფუხაშვილმა.

პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს, მათ შორის დავით ჭაკუას, გაგა მკურნალაძეს, ლევან ფურცხვანიძეს, ციხის სკანდალური კადრების გამავრცელებელ ვლადიმერ ბედუკაძესა  და კიდევ 14 პირს, ბრალი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში დაედოთ.

 მოსამართლის განმარტებით, კანონის შესაბამისად, საჯარო გახდება ის სხდომა, რომელზეც აღნიშნულ საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

ახალი ამბები