კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იუსტიციის მინისტრი ცდილობს აშშ დაარწმუნოს ყოფილი მაღალჩინოსნების სისხლისსამართლებრივი დევნის სამართლიანობაში

6 მარტი, 2013

დესმონ ბატლერი, THE ASSOCIATED PRESS

ვაშინგტონი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი აშშ-ის ოფიციალურ წარმომადგენლებს არწმუნებს, რომ ბოლოდროინდელი დაკავებები არ არის პოლიტიკურად მოტივირებული.

თეა წულუკიანი ამერიკელ მაღალჩინოსნებს ვაშინგტონში შეხვდება.  ობამას ადმინისტრაცია შიშობს, რომ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ახალი მთავრობა სასამართლო სისტემას პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად იყენებს. ივანიშვილი სათავეში ედგა კოალიციას, რომელმაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა. ამერიკელი ჩინოვნიკები შიშობენ, რომ შესაძლოა პოლიტიკურმა დაპირისპირებამ ქვეყანა, რომელიც დემოკრატიის განვითარებით ნათელ წერტილად მიიჩნეოდა, დასავლური ინტეგრაციის კურსს ჩამოაშოროს.

ოთხშაბათს მიცემულ ინტერვიუში წულუკიანმა თქვა, რომ მისმა სამინისტრომ რამდენიმე ათასი სარჩელი მიიღო სააკაშვილის პარტიის წევრებზე, მათ შორის საქმეები ეხება წამებას, ქონების უკანონოდ ჩამორთმევას და მაღალჩინოსნების კორუფციას.  მან აღნიშნა, რომ მისი აზრით საჩივართა უმეტესობას ლეგიტიმური საფუძველი აქვს. მთავრობის წინდახედულობის დასამტკიცებლად, მან მიუთითა, რომ მათ ჯერჯერობით მხოლოდ 30 საქმე აქვთ გახსნილი. „ჩვენ მტკიცებულებებს ვაგროვებთ“, თქვა მან. „მოსამართლეები გადაწყვეტენ, ეს ადამიანები დამნაშავეები არიან თუ არა“.

მთავრობის მიერ წარმოებული სასამართლო დევნის სისწრაფემ, მათ შორის – ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის საქმეებმა, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში შეშფოთება გამოიწვია. საარჩევნო კამპანიის დროს ივანიშვილმა პირობა დადო, რომ სააკაშვილის მოკავშირეებს გაასამართლებდა და ახლა ის ამომრჩევლების მხრიდან ზეწოლის ქვეშაა, რომ დაპირება შეასრულოს.

ობამას ადმინისტრაციისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნები ღიად აფრთხილებდნენ მთავრობას, რომ პოლიტიკურმა დევნამ შესაძლოა საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას საფრთხე შეუქმნას.

„ბევრი სამწუხარო და ცუდი ისტორია გავიგეთ ბოლო ხანებში“, თქვა წულუკიანმა. „სწორედ ამიტომ ვარ აქ: რომ მოგაწოდოთ სწორი ინფორმაცია“.

იგი ამბობს, რომ მისი მთავრობა გეგმავს ამნისტიის ახალი კანონის მიღებას. ეს ცვლილება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს მთავრობის  იმ ყოფილ წევრებს, რომლებსაც მძიმე დანაშაული არ აქვთ ჩადენილი.

 წულუკიანი გეგმავს, რომ ამერიკელ ჩინოვნიკებს განუმარტოს სასამართლო სისტემის რეფორმები, რომლებსაც ის ახორციელებს, და რომლის თანახმადაც, სასამართლოებსა და ადვოკატებს მეტი უფლებამოსილება ექნებათ სისხლის სამართლის საქმეების დასაცავად.

გასულ წლამდე, წულუკიანი სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წამყვან იურისტად მუშაობდა და ფოკუსირებული იყო საქართველოზე. მან თქვა, რომ სწორედ ზოგიერთმა სარჩელმა უბიძგა საქართველოში დაბრუნებულიყო.

„თუკი ჩვენ სამართლიანი სასამართლო სისტემა არ გვექნება საქართველოში, თუკი ჩვენ არ დავიცავთ ადამიანის უფლებებს ქვეყანაში, ჩვენ არ გვექნება საფუძველი იმისა, ვთქვათ, რომ ნატოსა და ევროკავშირისაკენ მივისწრაფვით“ - აღნიშნა წულუკიანმა .

თარგმანი:  www.foreignpress.ge

ორიგინალი

ახალი ამბები