კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი ბარათაშვილის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს

7 მარტი, 2013

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის უფლებებს სასამართლოში დაიცავს. ამის შესახებ Media.Ge-ს  საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტის ხელმძღვანელმა, ნათია კაპანაძემ განუცხადა.

კაპანაძის თქმით, გიორგი ბარათაშვილმა მათ ცენტრს სასამართლოში მისი უფლებების დასაცავად  6 მარტს მიმართა.

„შევხვდით ბარათაშვილს, გავიარეთ საქმის დეტალები და გადავწყვითეთ, რომ ჩვენ გავუწევთ საადვოკატო დახამრებას. ის სასამართლოსგან სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს“, - აღნიშნა მან Media.Ge-თან საუბრისას.

როგორც საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ამ ეტაპზე მათი სამუშაო ჯგუფი იმ მექნიზმებზე მუშაობს, რითიც შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის უფლებების დაცვა.

გიორგი ბარათაშვილმა მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ 5 მარტს გამართულ პრესკნფერენციაზე განაცხადა. მას მიაჩნია, რომ საბჭომ უსაფუძვლოდ გამოუცხადა უნდობლობა.

ბარათაშვილი, რომლიც სამეთვალყურეო საბჭოს უმრაველესობამ აირჩია 2 თვის განმავლობაში მუშაობდა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. მას 6 წლიანი ხელშეკრულება ბორდის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით 4 მარტს შეუწყდა.

გელა ბოჩიკაშვილი, www.media.ge

ახალი ამბები