კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხათუნა ბერძენიშვილი თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

7 მარტი, 2013

საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ხათუნა ბერძენიშვილი თანამდებობაზე აღდგენას სასამართლოში მოითხოვს. ამის შესახებ განცხადება მან 6 მარტს ბრიფინგზე გაავრცელა.

„ჩემთან პირადად კონტაქტზე გამოვიდა, ყველა ის ორგანიზაცია, რომელებმაც მთელი ამ წლების განმავლობაში საინფორმაციო სამსახურში დაბალანსებასთან, მონიტორინგთან დაკავშირებით დასკვნებში მიიღეს მონაწილეობა, ისინი საკმაოდ შეშფოთებულები არიან ამ პროცესებით, რაც ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ხვალიდან ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

Media.Ge-მ ბერძენიშვილთან სცადა გაერკვია ვინ დაიცავს მის უფლებებს სასამართლოში. „ახლა არ მცალია, შეხვედრაზე ვარ“, - განაცხადა მან.

ხათუნა ბერძენიშვილის გარდა მაუწყებელში თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი. მის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის ადვოკატირების ცენტრი დაიცავს. 

ამავე ორგანიზაციას ბერძენიშვილისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა არ შეუძლია. ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მიხედვით - „ადვოკატს უფლება არა აქვს პროფესიული რჩევა მისცეს ან წარმოადგინოს ორი ან მეტი კლიენტი ერთი და იგივე ან ერთმანეთთან დაკავშირებულ საქმეზე, თუკი აღნიშნულ კლიენტებს შორის არსებობს ინტერესთა კონფლიქტი ან მისი წარმოქმნის მნიშვნელოვანი საფრთხე.“

გელა ბოჩიკაშვილი, www.media.ge

ახალი ამბები