კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით დისკუსია იგეგმება

7 მარტი, 2013

თათა კაჭკაჭიშვილი, ქუთაისი. www.media.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ.

„უმრავლესობა მუშაობს ამ კანონპროექტზე და მნიშვნელოვანია რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ  კანონი, რომელიც  პოლიტიკური ჩარევისაგან, ფინანსური მაქინაციებისაგან დაიცავს არხს და ჩვენ მივიღებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს ისეთს, როგორიც უნდა იყოს,“- აცხადებს ანი მიროტაძე, ასევე ყოფილი ჟურნალისტი.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი კრიზისშია, მას არ ჰყავს გენერალური დირექტორი და ის გადაწყვეტილება, რომელიც ბორდმა მიიღო, შეიძლებოდა ცოტა მეტად მომზადებული ყოფილიყო, მეორე მხრივ, მინდა განვაცხადო,  რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დარჩეს პოლიტიკის მიღმა, მის მართვაში არ უნდა ჩანდეს პოლიტიკური კომპონენტი,“-  აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება- თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი.

საპარლამენტო უმრავლესობის მსგავსად საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში პოლიტიკურ ჩარევას მიზანშეუწონლად მიიჩნევს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი:

 „ვფიქრობ, რომ ზოგადად პოლიტიკური პარტიების, პარლამენტის, და პოლიტიკური ინსტიტუტების მონაწილეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის და მედიის საქმიანობაში უნდა იყოს ძალიან მინიმალური და უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ საკანონმდებლო საქმიანობით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ჩარევა,  ოპოზიცია იქნება თუ ხელისუფლება, უნდა გამოირიცხოს იმისთვის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს დამოუკიდებელი საქმიანობის უფლება ჰქონდეს“.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები (GPB)-ში მიმდინარე პროცესების გამოსასწორებლად აუცილებლად მიიჩნევენ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტის განხილვას, მედიაექსპერტების ჯგუფის მიერ შემუშავებული კანონპროექტის  საპარლამენტო კომიტეტებში განხილვის დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება. მანამდე კი, 7 მარტს პარლამენტში უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან ერთად  კანონპროექტის ავტორები,  მედიის ადვოკატირების კოალიციის 12 არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალების  წარმომადგენლები დისკუსიას გამართავენ,

დისკუსია  პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით იმართება. აღნიშნული კომიტეტია  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტის  ინიციატივის ავტორი.

 როგორც თავად კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ზვიად ქორიძე აცხადებს პარლამენტში დისკუსია გაიმართება კანონპროექტზე, როგორც სიტუაციის გამოსწორების მექანიზმზე.  „კანონპროექტი გულისხმობს რეფორმას ორ ეტაპად: თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის, მისი მართვის მექანიზმის დახვეწას, ასევე აჭარის ტელერადიოკომპანიის საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩამოყალიბების საკითხს, რომ ეს ტელერადიოკომპანია უკანონოდ არ ფუნქციონირებდეს. კანონპროექტი ასევე მოიცავს „მასთ ქერის“ მოქმედებისა  და ელექტრონული მედიის ფინანსური გამჭვირვალობის  საკითხებს“.

ახალი ამბები