კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სისხლის სამართლის კოდექსში სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი იცვლება

11 მარტი, 2013

სივილ ჯორჯია

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომლითაც სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი იცვლება; საკანონმდებლო ცვლილებებს ასევე ექნება უკუქმედების ძალა იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც სასჯელს შეკრებითობის საფუძველზე იხდიან.

კანონპროეტის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში მოსამართლის მიერ სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს.

დღეს მოქმედი რეგულაციით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს ყველაზე მძიმე სასჯელს ემატება დანარჩენი სასჯელების ნახევარი ან სრული ვადა, როგორც ამას სასამართლო მიიჩნევს მიზანშეწონილად.

ცვლილებების პროექტი ცალკე გამოყოფს და არეგულირებს დანაშაულის რეციდივს ანუ შემთხვევას, როცა ადგილი აქვს განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლები პირის მიერ განზრახი დანაშაულის ხელახალ ჩადენას. ამგვარ შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს მოსამართლე წყვეტს გამოიყენოს სასჯელთა შთანთქმის წესი თუ ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრიბოს ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები. შეკრების შემთხვევაში, კანონპროექტის თანახმად, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.

ამჟამად მოქმედი უპირობო შეკრებითობის წესი, მთავრობის განცხადებით, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორია, განაპირობებდა „მკაცრი და არააადეკვატური“ სასჯელების შეფარდებას, რაც თავის მხრივ გრძელვადიანი პატიმრების რიცხვის ზრდასა და ციხეების გადატვირთულობას იწვევდა.

ახალ წესს, მისი დამტკიცების შემთხვევაში, უკუქმედების ძალა ექნება იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებსაც კანონში ცვლილებების შეტანამდე ჩადენილ დანაშაულთა ერთობლიობის გამო სასჯელი შეკრებითობის წესით ჰქონდათ დანიშნული. მათ სასამართლოებს განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში უნდა მიმართონ.

ამან შესაძლოა გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი პატიმრის გათავისუფლება იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ამნისტია ყველა პატიმარს შეეხო სასჯელის მეტ-ნაკლები შემსუბუქების მხრივ.

საქართველოში პატიმართა რაოდენობა ბოლო ერთ წელიწადში ნახევარზე მეტით შემცირდა შარშან იანვარში არსებული 24 079-დან

ახალი ამბები