კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფმა სასამართლოს მიმართა

14 მარტი, 2013

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფმა 13 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა,  საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შეჩერების მოთხოვნით.

სარჩელში, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა media.ge-ს მიაწოდა, წერია, რომ ისინი გამოხატავენ მაუწყებელში მომუშავე პროფესიონალთა უმრავლესობის ნებას.

„მოგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით - (სამეურვეო საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის გადაყენება - 04.03.2013), საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები უნდობლობას ვუცხადებთ სამეურვეო საბჭოს“, ნათქვამია სასამართლოში გაგზავნილ დოკუმენტში, რომელსაც, საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, ხელს აწერს 500-მდე თანამშრომელი.

ხსენებული კონკურსში განაცხადების შეტანის ვადა 14 მარტს იწურება. მასში, ამ დროისთვის, 21 პრეტენდეტნი მონაწილოებს.

დღესვე, თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს  საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმაც მიმართა. გიორგი ბარათაშვილის სარჩელი ასევე ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე, სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული კონკურსის შეჩერებას.

„იმისათვის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი კრიზისი არ გაღრმავდეს, გთხოვთ დაჩქარებული წესით განიხილოთ ზემოაღნიშნული სარჩელი და საბოლოო განჩინებამდე, მაქსიმალურად სწრაფ დროში მიიღოთ გადაწყვეტილება დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის შეჩერების შესახებ“, მიმართავენ  სასამართლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თაანამშრომლები.

www.media.ge

ახალი ამბები