კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

MDF შეშფოთებას გამოთქვამს ადამიანის პირად საიდუმლოსთან დაკავშირებული ინფორმაციის ტირაჟირების გამო

20 მარტი, 2013

მედიის განვითარების ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დღეებში მედია-საშუალებებით ადამიანის პირად საიდუმლოსთან დაკავშირებული ინფორმაციის ტირაჟირების გახშირების გამო.

ფონდის მიერ 19  მარტს გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია:

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როცა ასეთი ინფორმაციის გამოყენება ჟურნალისტის კრიტიკული შეკითხვის საპასუხოდ ხდება. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ჟურნალისტ ელისო ჯანაშიას შემთხვევა, რომელმაც 2013 წლის 14 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ რეგიონულ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე კრიტიკული შეკითხვა ფოთში არსებული სიტუაციის შესახებ დასვა. ამის საპასუხოდ კრიტიკის ადრესატმა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ჟურნალისტის აქტიურობა მის პირად ოჯახურ პრობლემებს დაუკავშირა.“

მედიის განვითარების ფონდი შეახსენებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.”

„გაკვირვებას იწვევს ის გარემოება, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე უგულებელყოფს კონსტიტუციურ ნორმას და საჯარო დისკურსში შემოაქვს ისეთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვა, რომელსაც არც საჯარო პოლიტიკასთან და არც განსახილველ თემასთან არავითარი საერთო არა აქვს“, აცხადებს ორგანიზაცია, რომელიც მოუწოდებს ეკა ბესელიას და სხვა საჯარო პირებს, „პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებას და თავიანთ არგუმენტაციაში ადამიანის პირადი საიდუმლო არ ხელყონ.“

მედიის განვითარების ფონდი  ასევე  მიმართავს მედია საშუალებებს, „სიფრთხილით მოეკიდონ და თავი შეიკავონ ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ტირაჟირებისგან, მით უმეტეს, როცა კავშირი ამ ინფორმაციასა და განსახილველ თემას შორის დაუსაბუთებელია.“

www.media.ge 

ახალი ამბები