კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპროცესო შეთანხმებების შედეგად ბიუჯეტში 140 მილიონი ლარი გადაირიცხა

25 მარტი, 2013

www.npo.ge

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დახმარებით,  საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა დღემდე უცნობი ინფორმაცია საპროცესო შეთანხმებების შედეგად ბიუჯეტში გადარიცხული თანხების ოდენობის შესახებ.

IDFI-ის ცნობით, 2009-2012 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტში საპეოცესო შეთანხმებების შედეგად დაახლოებით 140 მილიონ 39 ათასი ლარი გადაირიცხა. ამ მხივ გამორჩეული აღმოჩნდა  2011 წელი, როცა  სახელმწიფო ყულაბაში ყველაზე მეტი,  დაახლოებით, 51 მილიონი ლარი შევიდა.

 ორგანიზაცია 18 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში იტყობინება, რომ ის თემაზე მუშაობის დროს დაინტერესდა შემდეგი ინფორმაციით:

საპროცესო შეთანხმებების შედეგად, 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხების ოდენობის შესახებ ინფორმაცია; რა ოდენობის თანხებზე დაიდო  შეთანხმებები ბოლო ოთხ წელიწადში. ინფორმაცია იმ პირთა რაოდენობის შესახებ, რომელთაც ქონება 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში ჩამორთვა და გადაეცა სახელმწიფოსს (თითოეული წლისათვის ცალ-ცალკე), აგრეთვე ამ ქონების საერთო ღირებულება ხსენებული წლების მიხედვით.

აღნიშნული მოთხოვნებით IDFI-მ 2013 წლის 6 თებერვალს მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას. პროკურატურიდან 2013 წლის 27 თებერვალს მიღებული წერილით პასუხი გაეცა პირველ ორ მოთხოვნას. წერილის მიხედვით ირკვევა, რომ საპროცესო შეთანხმების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას საქართველოს მთავარი პროკურატურის ანალიტიკური სამმართველო არ აწარმოებს. 2013 წლის 1 მარტს მიღებული წერილით იგივე შინაარსის პასუხი გაეცა მესამე მოთხოვნას ჩამორთმეული ქონების თაობაზე. კერძოდ, პროკურატურიდან 2013 წლის 1 მარტს მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის ანალიტიკური სამმართველო არ აწარმოებს მსგავსი ინფორმაციის აღრიცხვას, რის გამოც მთავარი პროკურატურა  IDFI-ის ვერ მიაწვდის ინფორმაციას.

აღნიშნული პასუხის მიღების შემდეგ IDFI-მ 2013 წლის 5 მარტს იგივე მოთხოვნებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.აღსრულების ეროვნული ბიუროდან 2013 წლის 12 მარტს მიღებული წერილით IDFI-ის ეცნობა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო არ ფლობს ინფორმაციას 2009-2012 წლებში დადებული საპროცესო შეთანხმებების თანხის ოდენობის და ასევე იმ მოვალეთა რაოდენობის შესახებ, რომელთა ქონება 2009-2012 წლებში ჩამორთმეულ და გადაცემულ იქნა სახელმწიფოსთვის.

ახალი ამბები