კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრი“ მეანაბრეებისთვის ცხელ ხაზს აამოქმედებს

25 მარტი, 2013

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (აფბა) ახორციელებს 1990-იან წლების პირველ ნახევარში მომხდარი ჰიპერინფლაციური მოვლენების კვლევას, რომელმაც მოსახლეობის ანაბრების გაუფასურება და მათი გაღატაკება გამოიწვია.

პრობლემის შესასწავლად „აფბამ“ შექმნა „საბჭოთა ანაბრების შემსწავლელი ცენტრი“.  ცენტრის მიზანია, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციით შეაგროვოს ანაბრების გაუფასურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ფაქტები და სხვადასხვა მასალები. უზრუნველყოს როგორც ინფორმაციის შეკრება, ისე მისი გავრცელება. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საზოგადოებასთან კომუნიკაციის პროცესის დახვეწის მიზნით ქმნის ცხელ ხაზს. „ცხელი ხაზის“ შექმნის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც საზოგადოების მხრიდან აღნიშნული კვლევით დაინტერესება მასშტაბური აღმოჩნდა.

ცხელ ხაზზე დარეკვით, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, ცენტრს გაუზიარონ ნებისმიერი ინფორმაცია. ასევე, გაიგონ სიახლეები - თუ რა ეტაპზეა კვლევა, რას გეგმავს ორგანიზაცია და რა შედეგები აქვს მიმდინარე ეტაპზე.

ცხელი ხაზის ნომერია: 5 790 10 90 19

ცხელი ხაზი ფუნქციონირებს სამუშაო დღეებში, 12:00-დან 20:00 საათამდე.

ცნობისთვის, „აფბამ“ 1990-იან წლებში მომხდარი ჰიპერინფლაციური პროცესების კვლევა დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. ახალგაზრდა ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ ჰიპერინფლაცია ეროვნული ბანკის დანაშაულებრივმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ გამოიწვია. კერძოდ, როდესაც 1992-93 წლებში ეროვნულმა ბანკმა 500-ზე მეტ კომპანიაზე 800 მილიარდზე მეტი კუპონი და მანეთი გასცა.

„აფბამ“ უკვე მიმართა ეროვნულ ბანკს ამ ინფორმაციის მოთხოვნით, მაგრამ ქვეყნის მთავარი ბანკისგან უარი მიიღო. თუმცა, ორგანიზაციამ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ინფორმაციის მოპოვებას სასამართლოს გზით ეცდება. „აფბას“ სარჩელს ეროვნული ბანკი თავისი „ფეისბუქის“ გვერდიდან გამოეხმაურა, სადაც მითითებული იყო, რომ „რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია“ ბანკისგან კონფიდენციალურ ინფორმაციას ითხოვდა და შესაბამისად, ბანკი მას ვერ გასცემდა. ეროვნული ბანკის ამ განცხადებას „აფბასგან“ შესაბამისი რეაქცია მოჰყვა, რის შედეგადაც, ეროვნული ბანკის „ფეისბუქის“ გვერდიდან აღნიშნული განცხადება წაიშალა.

წყარო: www.npo.ge 

ახალი ამბები