კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საიას თანამშრომლები აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

30 მარტი, 2013

 ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის სამ თანამშრომელსა და აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროსს, ვალერი თელიას შორის ინციდენტი მოხდა.

როგორც საია-ს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს,  ქუჩაში მოძრაობისას მათ აჭარის პოლიციის უფროსმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და მათი მიმართულებით სიგარეტის ნამწვავიც ისროლა: „ჩვენს მძღოლს გაუხია მაისურის მარჯვენა მხარე. ასევე სიგარეტის ნამწვავი პირდაპირ გვესროლა. ამის შემდეგ ჩვენ შევატყობინეთ შესაბამის ორგანოს. ეს არის შეურაცხმყოფელი ფაქტი, როდესაც სამხარეო პოლიციის უფროსი ასეთ რამეს ჩადის. მითუმეტეს როდესაც მას უფრო მეტი თმენის ვალდებულება აქვს და თანამდებობა ამის უფლებას არ უნდა აძლევდეს“. - ამბობს ხიმშიაშვილი.

საია-ს ბათუმის ოფისის მძღოლი როინ ფარტენაძე, რომელიც მანქანას მართავდა, აცხადებს, რომ პოლიციის უფროსმა მისი მანქანაში ჩატენვა სცადა, რა დროსაც შეხლა-შემოხლის შედეგად პულოვერი გაეხა.

აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია, სა¬ია-ს თა¬ნამ¬შრომ¬ლის ფი-ზი¬კუ¬რი შე¬უ¬რაც¬ხყო¬ფის ფაქტს უარ¬ყოფს აცხადებს რომ საქმე პროვოკაციასთან გვაქვს.

ამ  ინციდენტის შედეგად, საიას ბათუმის ოფისის მძღოლი, როინ ფარტენაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე და 116-ე მუხლებით დააჯარიმეს. ეს მუხლები,  მანევრირების წესების დარღვევას და საჭის ალკოჰოლური ზემოქმედების  დროს მართვას გულისხმობს. ის ჯარიმის გასაჩივრებას აპირებს.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები