კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნავთობკომპანია "მაგნატი" "გალფს" 51 ობიექტზე უჩივის

2 აპრილი, 2013

ნავთობკომპანია "მაგნატი" "გალფს" 51 ობიექტზე უჩივის. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიის მეპატრონემ, ჯემალ ლეონიძემ განუცხადა, საუბარია 47 ბენზინგასამართ სადგურსა და 4 ნავთობბაზაზე, რომელიც "გალფმა" მიითვისა.

თუმცა, ჯემალ ლეონიძე მისი კუთვნილი სამი რესტორნის, მცხეთაში მდებარე საცხოვრებელი სახლის, თბილისში არსებული რამდენიმე ბინის, ავტომანქანისა და მეფრინველეობის ფაბრიკის დაბრუნებასაც ითხოვს.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხებზე სარჩელები შეტანილი აქვს როგორც მთავარ პროკურატურაში, ისე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

"მცხეთაში მდებარე ჩემი კუთვნილი სახლი ვითომდა საბანკო დავალიანების მიზეზით აუქციონზე გაიტანეს და ის ბაჩო ახალაიას ერთ-ერთმა მოადგილემ შეიძინა და სიდედრის, ნატალია კვანტალიანის სახელზე გადააფორმა, რომელმაც შემდეგ ეს სახლი თავის შვილს, ნინო ჩაჩუას აჩუქა. მუშტაიდის ბაღის გვერდით მდებარე რესტორან "გვირილას" კი დაესაკუთრა თამარ მერაბიშვილი. ეს ქალი რეგისტრირებულია ახალციხეში, მცხეთის ქუჩა #58-ში, თუმცა ასეთი ქუჩა ახალციხეში არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს მესხეთის ქუჩა #58, სადაც ბინადრობს ვანო მერაბიშვილის ოჯახი. ფაქტობრივად აღარაფერი დამრჩა, რაც მებადა და შრომით მქონდა მოპოვებული", - აღნიშნა ჯემალ ლეონიძემ.

მისივე თქმით, ქონების საფასურად არც ერთი თეთრი არ მიუღია და საქმე მარტივად "მოუგვარეს".

"მეორე სახელი – ახევა, ამ პროცესს კეზერამ დაარქვა. სხვას მართლაც ვერაფერს უწოდებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები წყვეტდნენ ძირითადად, ვინ რომელ ტაფაში უნდა დაეწვათ", - აღნიშნა ლეონიძემ.

რამდენიმე ნავთობკომპანია "გალფს" მათი კუთვნილი ობიექტების უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "სენტას" ერთ-ერთმა მფლობელმა ზაალ მიმინოშვილმა განუცხადა , საჩივარი კუთვნილი ბენზინგასამართი სადგურებისა და ნავთობბაზების დაბრუნების მოთხოვნით მთავარ პროკურატურაში დეკემბერში შეიტანა.

"ჩვენ ვდავობთ 65 ობიექტზე, რომელთა შორის იყო 50 ბენზინგასამართი სადგური, სამი ნავთობბაზა და 12 ნაკვეთი, რომელზეც უნდა აშენებულიყო ბენზინგასამართი სადგურები. ეს არის ობიექტები, რომელთა მითვისება არაკანონიერად, ძალადობის გზით მოხდა. გამოძიება უკვე მიმდინარეობს, დაიკითხა რამდენიმე პირი და გრძელდება სხვადასხვა სახის სამართლებრივი პროცედურები", - განაცხადა მიმინოშვილმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები