კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი სიბაშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს ამბობს

5 აპრილი, 2013

მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

28 მარტს თელავის რაიონულ სასამართლოში კახეთის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის საქმის წინასასამართლო განხილვა გაიმართა.  მოსამართლე ლაბაზა დუიშვილმა   არ დააკმაყოფილა ბრალდებულის  შუამდგომლობა,  მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე და  ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს  ამის საფუძველი. მოსამართლის განცხადებით ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა იმის საფუძველს, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები  ნამდვილად არის ჩადენილი გიორგი სიბაშვილის მიერ. 

ბრალდებულმა  მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვაზე, უარი განაცხადა

„მე ვთვლი, რომ ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი, არის მაინც ახალი და მირჩევნია, რომ ჩემი საქმე და ჩემი უდანაშაულობა  განიხილოს პროფესიონალმა მოსამართლემ, რომელესაც ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. მიმაჩნია, რომ ასე უფრო სწრაფად დამთავრდება საქმის განხილვა და უფრო სწრაფად დამტკიცდება ჩემი უდანაშაულობა“.  განაცხადა სასამართლოს სხდომის შემდეგ გიორგი სიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო სამსახური მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და გაფლანგვაში ადანაშაულებს, რაც 11 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს აღკვეთი ღონისძიების სახით 15 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

გიორგი სიბაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი  10 აპრილს არის ჩანიშნული.

ახალი ამბები