კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესზე მოწმეთა მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა ისმოდა

8 აპრილი, 2013

სალომე ჩხეიძე

ბაჩო ახალაიას  საქმის არსებით განხილვაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. რამდენიმე ბრალდებულის, ასევე დამსწრეთა მხრიდან, მოწმეთა მისამართით სასამართლო დარბაზში სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა გაისმა, თუმცა მოსამართლეს ამ ფაქტებზე რეაგირება არ მოუხდენია.

2 აპრილს გამართულ სხდომაზე სასამართლო სამხედრო მოსამსახმურეებისათვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ეპიზოდზე მსჯელობდა.  პროცესზე ბრალდების მხარის 3 მოწმე დაიკითხა. მათი განცხადებით, ისინი 2011 წლის  ოქტომბერში ღამით დაიბარეს ყოფილ თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან, სადაც მათივე თქმით, დაადანაშაულეს, რომ თითქოსდა ისინი აპირებდნენ ბუნტის მოწყობას.  მოწმეებმა ახალაია, კალანდაძე, შამათავა და გორგაძე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულეს.  „სამინისტროდან წამოგვიყვანეს მე-4 ბირგადაში.  სადაც ახალაიამ ბრძანება გასცა, რომ შემადგენლობას დავემცირებინეთ. კალანდაძემ აგვახია სამხრეები, მოგვიანებით კი შამათავამ გვცემა“, - აღნიშნავს ერთერთი მოწმე.

მათივე განცხადებით, ისინი 26 ოქტომბრის საღამოდან 27 ოქტომბრის საღამომდე იმყოფებოდნენ სამედრო პოლიციის შენაბაში, სადაც გაანაწილეს ოთახებში და უბრძანეს, მდგარიყვნენ ფეხზე და ეყვირათ „გაუმარჯოს მე-4 ბრიგადას“. ამის შემდეგ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს და როგორც ერთერთი მოწმე აღნიშნავს, 2 თვის მანძილზე მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ.

სასამართლოზე  მოწმეთა მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფას მრავალჯერ ჰქონდა ადგილი. ბრალდებულები  მათ ტყუილში ადანაშაულებდნენ,  ერთერთი დამსწრე კი მოწმეს დაემუქრა, რის შემდეგაც  მანდატურებმა მას სხდომა დაატოვებინეს. 

სხდომაზე დაცვის მხარემ გამოთქვა პროტესტი, რომ დაკითხვის დროს ბრალდების მხარე კარნახობდა მოწმეებს პასუხს. აღნიშნული ბრალდებამ უარყო და მათივე ინიციატივით, მოსამართლემ შეცვალა მოწმეების დაკითხვის ფორმატი, კერძოდ, მანდატურებს მიუთითა, ჩამდგავრიყვნენ მოწმეებსა და პროკურორებს შორის და სწორედ ასეთი სახით მიმდინარეობდა მოწმეთა დაკითხვა შემდეგ პროცესზე.

3 აპრილის პროცესზე კიდევ  ერთი ეპიზოდის შესახებ მიმდინარეობდა დაკითხვა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ განაცხადა, რომ იგი მე-4 ბრიგადაში შემთხვევით შეტანილი ტელეფონის გამო შამათავამ სასტიკად სცემა და შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლა.

ორივე პროცესზე დაცვის მხარეს მუდმივად ჰქონდა პროტესტი ბრალდების მხარის კითხვებთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, ბრალდება მიმანიშნებელ კითხვებს უსვამდა მოწმეებს.

აგრეთვე, დაცვის მხარემ განაცხადა, რომ მოწმეებზე პროკურატურის მხრიდან მიმდინარეობდა ზეწოლა, რათა არ შეეცვალათ ჩვენებები, მოწმეები კრიმინალური სამსახურის დაცვის ქვეშ გადაადგილდებოდნენ. დაცვამ დაყენა შუამდგომლობა, რომ ამოეღოთ სასამართლოს ვიდეოკამერებიდან ფირები, სადაც იქნებოდა აღბეჭდილი, რომ მოწმეებს სასამართლო დარბაზამდე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მოაცილებდნენ მანდატურებთან ერთად. მათი თქმით, საქმეში არ არის მოწმეთა დაცვის სპეციალური ღონისძიებების შესახებ რაიმე დადგენილება და ეს დარღვევა იყო.

საპასუხოდ, ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ფირების ამოღება საჭირო არ იყო. ნამდვილად აცილებდნენ მოწმეებს სასამართლო დარბაზამდე მანდატურებთან ერთად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ეს იყო იმისთვის, რომ არ განმეორებულიყო წინა დღის ინციდენტი, როცა ერთერთ მოწმეს საცემად გაეკიდნენ.

მოსამართლე გიორგი რეხვიაშვილმა არ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა და განმარტა, რომ არსებითად ახალ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლებოდა ის მასალა, რასაც ითხოვდა დაცვის მხარე და ამდენად არ მოხდებოდა ფირების ამოღება.

მოწმეები ბრალდებულებმაც დაკითხეს. ბაჩო ახალაიამ ერთ-ერთ მოწმეს პირდაპირ ჰკითხა იმყოფებოდა თუ არა პროკურატურის ზეწოლის ქვეშ, რაც მოწმემ უარყო.

ორივე დღეს მოწმეთა სასამართლო დაბრაზიდან გასვლისას ხმადაბლა ისმოდა  გინება და მუქარა რამდენიმე ბრალდებულისა და დარბაზში დამსწრეთა მხრიდან. ამასთან, მოსამართლემ დარბაზში მსხდომები რამდენჯერმე გააფრთხილა ხმაურის და სიცილის გამო, თუმცა პროცესის დასრულებამდე იგივე პერმანენტულად მეორდებოდა

ახალი ამბები