კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არჩილ კბილაშვილი - პრეზიდენტის დაკითხვის პირველი საფუძველი არსებობს

8 აპრილი, 2013

ინტერპრესნიუსი

საქართველოს პრეზიდენტის დაკითხვის პირველი საფუძველი არსებობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია"მაესტროს" გადაცემა "პრეს-პრესში" მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა. მისითქმით, გამოძიებას ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული პრეზიდენტის დაკითხვასთანდაკავშირებით, თუმცა, გამოძიებას აქვს საკმარისი მონაცემები, რომ პრეზიდენტი ინფორმირებულიაამა თუ იმ გამოსაკვლევ ფაქტთან დაკავშირებით.

მე მინდა იყოს სიცხადე ამ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებსგამონაკლისს არც ერთი პირის მიმართ, რომ თუ მან რაიმე იცის, არ იქნეს დაკითხული რომელიმესისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ეს ეხება პრეზიდენტსაც და სხვა ჩვეულებრივ რიგითმოქალაქესაც. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, როდის იქნება ან დაკითხული იქნება თუ არაპრეზიდენტი, ეს უკვე გამოძიების გადასაწყვეტია. გამოძიება ამ საკითხს წყვეტს ორი კრიტერიუმისსაფუძველზე:

1. თუ მას გააჩნია საკმარისი მონაცემები, რომ პრეზიდენტი ინფორმირებულიაგამოსაკვლევ ფაქტთან დაკავშირებით;

2. თუ გამოძიება ჩათვლის, რომ მისი დაკითხვა არისმიზანშეწონილი, რასაც სამართლებრივ ენაზე დისკრეცია ჰქვია. მე შემიძლია გითხრათ, რომპროკურატურის მიერ ნაწარმოებ გამოძიებებში ნამდვილად მოიპოვება რამდენიმე ფაქტი, სადაცპრეზიდენტის ინფორმირებულობა და ცოდნა ამა თუ იმ გამოსაძიებელ საკითხთან იკვეთება. პირველისაფუძველი არის. თუმცა, ამის შესახებ მიღებული არ არის გადაწყვეტილება", - განაცხადა მთავარმაპროკურორმა.

კბილაშვილის თქმით, ტელეკომპანია "იმედის" საქმე ერთ-ერთია, სადაც პროკურატურის ხელთარსებული მტკიცებულებებით, პრეზიდენტის ინფორმირებულობა ან შემხებლობა იკვეთება. "არსებობსსხვა საქმეც, სადაც გამოძიებისთვის არსებული მონაცემებით, იკვეთება მისი შემხებლობა, შესაძლოდაკითხვის საჭიროებაც", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.

ამასთან, კბილაშვილის განცხადებით, შესაძლოა პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხზეცდაიკითხოს.

"ორიოდე დღის წინ ჩვენ გვსტუმრობდნენ ჰააგის სასამართლოს პროკურატურის ოფისისწარმომადგენლები, რომლებიც ჩვენგან ითხოვენ ჯეროვანი გამოძიების წარმოებას აგვისტოს ომთანდაკავშირებით და ჩვენ ეს მოვალეობა გვაკისრია. აქამდე, წინა ხელისუფლება ეწეოდა ე.წ. რეზინისგაწელვის პოლიტიკას, ანუ გამოძიება ტარდებოდა გამოძიებისთვის და 4 წლის განმავლობაში არანაირიშედეგი არ იყო დამდგარი. ჩვენს წინაშე იყო კონკრეტული საკითხი დასმული, კერძოდ: აპირებს თუარა საქართველოს ახალი ხელისუფლება ჯეროვნად შეაფასოს და შეისწავლოს 2008 წლის აგვისტოსმოვლენები და გასცეს კითხვას პასუხი, ჰქონდა თუ არა ადგილი ომის დანაშაულებს. ახალმახელისუფლებამ და მისმა თავმჯდომარემ პოლიტიკური ნება გამოხატა, რომ ეს საკითხი იქნებაგამოძიებული. იქნება გამოძიებული ობიექტურად. ამისთვის ჩვენ უნდა შევქმნათ საგამოძიებო ჯგუფიდა შევუდგეთ გამოძიებას. ეს თემა ვარაუდის დონეზე არ გამორიცხავს ვინმეს და მათ შორისპრეზიდენტის დაკითხვასაც", - განაცხადა კბილაშვილმა.

ახალი ამბები