კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პაატა ზაქარეიშვილი: „აგვისტოს ომის ობიექტურად გამოძიება ახალი მთავრობისადმი აფხაზებისა და ოსების ნდობას აამაღლებს“

10 აპრილი, 2013

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის აზრით, 2008 წლის აგვისტოს ომის ობიექტურად გამოძიება საქართველოს ახალი მთავრობისადმი აფხაზებისა და ოსების ნდობას აამაღლებს.

ამის შესახებ ზაქარეიშვილმა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, 2008 წლის აგვისტროს ომთან დაკავშირებით, შესაძლოა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სხვა მაღალჩინოსნები დაიკითხონ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რადგან საქართველოს ყოფილი ხელისუფლება მხოლოდ რუსეთის მიმართულებით იშვერს ხელს, მაგრამ ქართული მხარის არასწორი ნაბიჯების გარეშე ოკუპაცია ვერ მოხდებოდა. თავად სააკაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთს ცხინვალი არ აინტერესებს, ანუ ვიღაცა მას ატყუებდა. მერაბიშვილმა გვარიც კი დაასახელა - გენერალი კულახმეტოვი აჯერებდა მას, რომ „ცხინვალი არ აინტერესებს“. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კითხვები და თუ წულუკიანს აქვს სამართლებრივი კითხვები, ეს მისი პრეროგატივაა, მისი უფლებამოსილებაა და საქმე გამოძიებული უნდა იქნას. მე პროკურატურის საქმიანობაში ვერ ჩავერევი. ზოგადად, ამ საქმის გამოძიება სახელმწიფოს დაეხმარება. თუ აღმოჩნდება, რომ ქართული მხარე არასწორად მოიქცა, ეს არის ცუდი, მაგრამ სიმართლე ყოველთვის გამოსავალია. ამ საკითხის გამოძიებით, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ოსური და აფხაზური საზოგადოებები მეტად ენდობიან ახალ სახელმწიფოს. ჩვენ დასამალი არაფერი გაქვს, თუ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც, თუ ოსები და აფხაზები დაინახავენ, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებას სიმართლის თქმის არ ეშინია, ეს ამ ურთიერთობებზე დადებითად აისახება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მინისტრის თქმით, ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ სიმართლის თქმით მოგვარდება.

„ყოველთვის გვაშინებენ რუსული ბუათი, მაგრამ აქ მთავარი არ არის, რას ამბობს რუსეთი, აქ მთავარია ქართული მხარის ინტერესები. ჩვენ არ გვეშინია რუსული ბუების, ჩვენ მხოლოდ სიმართლე გვჭირდება. მე ვერავის ბრალეულობაზე ვერ ვისაუბრებ. ეს პროკურატურის პრეროგატივაა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ ყოფილ ხელისუფლებას დანაშაული არ ჩაუდენია, შესაბამისად, დასამალიც არაფერი აქვს, საშიში არაფერია და სიმართლეს გარკვევის შიშიც არ უნდა ჰქონდეს, რადგან თუ პირადად მე დანაშაული არ ჩამიდენია, შესაბამისად, არც პროკურატურაში მისვლის მეშინია და არც რომელიმე სხვა საგამოძიებო ორგანოში. აუცილებელია, გაირკვეს სიმართლე, რამაც ოკუპაციამდე მიგვიყვანა. შეიძლება, სულაც აღმოჩნდეს, რომ ქართულ მხარეს ანგელოზები იყვნენ და ეს მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა ჯერ ყველაფერი უნდა გაირკვეს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.     

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები